ზელენსკიმ მიიწვია ბაიდენი დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად
მიიღო თუ არა ამერიკის პრედიდენტმა მიწვევა დაესწროს სადღესასწაულო ღონისძიებებს კიევში, რომელზეც ჩამოსვლის პირობა უკვე დადო ფანარიონის მეთაურმა, ჯერ არ არის ცნობილი.
ვლადიმერ ზელენსკიმ მოიწვია აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩამოვიდეს უკრაინაში დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად და მიიღოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის ინაუგურაციულ სამიტზე. ამაზე განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად.
კითხვაზე აშშ პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის მომზადების პასუხის გაცემისას, დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, რომ „ორმხრივი ვიზიტების ორგანიზება სახელმწიფო მათაურების დონეზე რჩება უკრაინულ-ამერიკული ურთიერთობების მუდმივი დღის წესრიგში.“
მიიღო თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკის მოწვევა დაესწროს სადღესასწაულო ღონისძიებებს კიევში, რომელზეც ჩამოსვლის პირობა უკვე დადო ფანარიონის მეთაურმა, სამინისტროში არ განუმარტავთ.
შეგახსენებთ, 2020 წლის 16 ოქტომბერს ვლადიმერ ზელენსკიმ განახორციელა ვიზიტი ფანარიონში, რომლის ფარგლებში შეხვდა პატრიარქ ბართლომეს და მოიწვია ის უკრაინაში. 30 ნოემბერს, სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, რომელსაც დაესწრო უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი , ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს ეწვიოს უკრაინას 2021 წლის აგვისტოში.
ასევე მჟკ წერდა, რომ საპრეზიდენტო შედეგების გამოცხადების შემდეგ აშშ-ში პატრიარქმა ბართლომემ გაუგზავნა „თბილი მისალოცი წერილი „ჯო ბაიდენს, რომელიც ყველას „ უკეთესი სამყაროს იმედს აძლევს.“ პასუხად ბაიდენმა ფანარიონის მეთაურთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოხატა და განაცხადა, რომ „ჩვენ გვჭირდება თქვენი ხელმძღვანელობა.“