სერბეთის პატრიარქმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიზეზებზე ისაუბრა

11 January 21:53
2355
პატრიარქი პორფირი. ფოტო: spc.rs პატრიარქი პორფირი. ფოტო: spc.rs

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის თქმით, „ნებისმიერი ომის წინაპირობაა ღვთის დავიწყება და მასზე უარის თქმა“.

სერბეთის პატრიარქმა პორფირიმ ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიზეზებზე, ასევე ისრაელსა და პალესტინას შორის ომზე.

გამოცემა ,,პოლიტიკასთან’’ ინტერვიუში, პატრიარქმა პორფირიმ, უპასუხა კითხვას "მართლმადიდებელ რუსებსა და უკრაინელებს შორის სისხლიან ომზე", ასევე "საომარი მდგომარეობის" შესახებ, რომელშიც აღმოჩნდნენ "ებრაელები და პალესტინელები", თქვა, რომ " ნებისმიერი ომის წინაპირობაა ღმერთის დავიწყება და მასზე უარის თქმა“.

ეს, მისი თქმით, „ყოველთვის იწვევს კეთილგანწყობის დაკარგვას ინტერპერსონალურ ურთიერთობებში და გადასვლას სხვა, ბნელ და სისხლიან კომუნიკაციის საშუალებებზე“.

„ძველმა ქრისტიანმა წმინდანებმა, ადამიანის სულის სიღრმეების საუკეთესო მცოდნეებმა, პირადად გამოსცადეს და გაკვეთილად დაგვიტოვეს სწავლება, რომ ყოველი ადამიანი, საკუთარი ცუდი ნაწილით, მიდრეკილია დაივიწყოს ღმერთი, ამოიღოს იგი თავისი ცხოვრებიდან შეგნებულად და მიზანმიმართულად, ხანდახან გაუცნობიერებლად, რათა შეძლოს  გააკეთოს ყველაფერი ის, რაც უნდოდა, ამ მოჩვენებით თავისუფლების სივრცეში“, - თქვა მან.

პატრიარქმა პორფირიმ გაიხსენა, რომ „თითოეული ჩვენგანი ამას ებრძვის მთელი ცხოვრება“ და „ეკლესია მოწოდებულია შეგვახსენოს ამის შესახებ საზოგადოებაში“.

თუმცა, სამწუხაროდ, „დღეს ღმერთის დავიწყების პირად სურვილს უერთდება ფართო სოციალური მოძრაობები, რომლებიც შეგნებულად და აქტიურად მუშაობენ ღმერთის გამოდევნაზე არა მხოლოდ საჯარო სფეროდან, არამედ ყოველი ადამიანის ცხოვრებიდანაც“.

ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა პორფირიმ სერბებსა და ალბანელებს მშვიდობისკენ მოუწოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ