ლადიჟინში უმე-ის ტაძრის შტურმით აღებისა და მისი დამცველების ცემის ამსახველი ვიდეო გავრცელდა
ლადიჟინის ყაზანის ეკლესიის მოძღვარი და მრევლი თავდამსხმელებმა კიბეზე დააგორეს, შემდეგ კი გააძევეს ტაძრის ტერიტორიიდან.
მჟკ-ის რედაქციამ მოიპოვა 2024 წლის 9 იანვარს ვინიცის რეგიონის სოფელ ლადიჟინში უმე-ის ყაზანის ეკლესიის შტურმით აღების ჩანაწერი. მეუ-ს თავდამსხმელების შემოჭრა დააფიქსირა ტაძრის კარების მოპირდაპირედ დამონტაჟებულმა კამერამ.
კადრებში ჩანს, ბულდოზერის დახმარებით, როგორ ტეხავენ თავდამსხმელები ტაძრის კარს და შეიჭრებიან შიგნით. რამდენიმე წამის შემდეგ ისინი იწყებენ ტაძარში მყოფი ხალხის - მრევლისა და მოძღვრის ქუჩაში გაძევებას. ჯერ დააგორებენ საფეხურებზე, აგდებენ მიწაზე და შემდეგ აძევებენ ტაძრის ტერიტორიიდან, უბიძგებენ, ურტყამენ და ხელებს უგრეხენ. დეკანოზ ევგენი ვორობიოვს სახე დასისხლიანებული აქვს. მამაკაცების შემდეგ ეკლესიიდან გამოიყვანეს მრევლი ქალები.
კარდრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები იკავებენ ტაძარს, მათი მეთაურის ბრძანებით ჩხრეკენ ეზოს, შემდეგ კი ისვენებენ და ეწევიან. ეწევიან არა მარტო ეკლესიასთან, არამედ შიგნითაც - საკურთხევლის მიმდებარედ.
როგორც მჟკ იტყობინება, ლადიჟინში ყაზანის ეკლესიის ძალით დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე „თვითნებობის“ მუხლით.