ვინც ეკლესიის ერთგული რჩება - გადარჩება, - სოფელ გოდომიჩის წინამძღვარი

02 March 2021 21:38
13
ო. იოან შკაბურა უმე-ს დევნილი თემების შეკრებაზე ,,ერთგულნი''. ფოტო: СПЖ ო. იოან შკაბურა უმე-ს დევნილი თემების შეკრებაზე ,,ერთგულნი''. ფოტო: СПЖ

ვოლინსკის ოლქის სოფელ გოდომიჩის უმე-ს დევნილი წმინდა საფარველის გაერთიანების წინამძღვარი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში ჩვენს სასიკეთოდ ხდება.

ის, ვინც ეკლესიის ერთგული რჩება, გადარჩება. ამის შესახებ მამა იოანე შკაბურამ, ვოლინსკის ოლქის სოფელ გოდომიჩის უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი წმინდა საფარველის გაერთიანების წინამძღვარმა, განაცხადა  მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში ყრილობა „ერთგულების“ ფარგლებში, რომელიც ჩატარდა 22 თებერვალს კიევო-პეჩერის მიძინების ლავრაში.  

ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენ სასიკეთოდ ხდება, - აღნიშნა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა. - ის, რაც ახლა ჩვენს ეკლესიაში ხდება, ყოველთვის ხდებოდა. ეკლესია ყოველთვის დევნილი იყო, მას სულ დევნიდნენ. მაგრამ ყოველ ასეთ დევნასთან ერთად ეკლესია იწმინდება“.

მამა იოანეს სიტყვებით, „ეკლესია უნდა განიწმინდოს ღვარძლისგან, გაფუჭებული თესლებისგან“.

ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი თავისი საოცარი მჭვრეტელობით ისე მოაწყობს ჩვენს ცხოვრებას, რომ ქრისტეს ეკლესიაში მხოლოდ ერთგულები დარჩებიან, რომლებიც სულის ცხონებას მიაღწევენ“, - დაასკვნა მღვდელმა.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ გოდომიჩში უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის რეიდერობის გამო დაკარგა თავისი წმინდა საფარველის სახელობის ტაძარი და მას შემდეგ მართლმადიდებლები აღასრულებენ ლოცვას სახლში მოწყობილ პატარა ტაძარში. ქრისტეს ეკლესიის ერთგულმა მრევლმა გადაწყვიტა ახალი ტაძრის აშენება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი აგრეთვე წერდა, რომ გოდომიჩის უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებული ტაძრის წინამძღვრის აზრით, ფანარის მეთაურს მუდამ  უნდა ახსოვდეს საშინელი სამსჯავრო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ