ბართლომეს უნდა ახსოვდეს საშინელი სამსჯავრო, - ს. გოდომიჩის წინამძღვარი

03 March 2021 23:03
16
ო. იოანე შკაბურა დევნილი თემების შეკრებაზე «მართალნი». ფოტო: СПЖ ო. იოანე შკაბურა დევნილი თემების შეკრებაზე «მართალნი». ფოტო: СПЖ

მამა იოანე შკაბურა, ვოლინსკის ოლქის სოფელ გოდომიჩის 2019 წელს მიტაცებული უმე-ს ტაძრის წინამძღვარმა  შეაფასა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოღვაწეობა.

პატრიარქ ბართლომეს უნდა ახსოვდეს, რომ საშინელ სამსაჯავროზე მას ძალიან გაუჭირდება თავის საქციელზე პასუხის გაცემა. ამის შესახებ მამა იოანე შკაბურამ, ვოლინსკის ოლქის სოფელ გოდომიჩის უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა საფარველის დევნილი გაერთიანების წინამძღვარმა, თქვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კომენტარში ყრილობა „ერთგულების“ ფარგლებში, რომელიც ტარდებოდა 22 თებერვალს კიევო-პეჩერის მიძინების ლავრაში.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ გოდომიჩში უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის რეიდერობის გამო დაკარგა თავისი წმინდა საფარველის სახელობის ტაძარი და მას შემდეგ მართლმადიდებლები აღასრულებენ ლოცვას სახლში მოწყობილ პატარა ტაძარში. როგორც მღვდელმსახურმა აღნიშნა, „ვცდილობთ, ცოტ-ცოტას ვიღწვით, ღვთის წყალობაზე და კეთილ ადამიანებზე მინდობილები, რომლებიც გვეხმარებიან იმაში, რომ მომავალში ჩვენი გაერთიანების ცხოვრებაში გაჩნდეს ტაძარი, სადაც სრულყოფილად ჩატარდება ღვთისმსახურება და აღიზრდება  მომავალი თაობა“.

რაც შეეხება კონსტანტინოპოლის პატრიარქ  ბართლომეს, რომლის ჩარევამ უკრაინის ეკლესიის ცხოვრებაში მოიტანა ეს შედეგი, მამა იოანემ აღნიშნა, რომ „ყველა ღვთის წინაშე ვართ“.

მე უბრალო მღვდელი ვარ. როგორიც არ უნდა იყოს პატრიარქი, მე მისი  განვიკითხვის უფლება არ მაქვს, ყველა ღვთის წინაშე აგებს პასუხს თავისი ცხოვრების გამო. და მაინც

პატრიარქს, რომელიც ასე იქცევა, უნდა ახსოვდეს, რომ გაუჭირდება პასუხის გაცემა საშინელ სამსაჯავროზე. ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი შეაგონებს მას“, - თქვა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანების წინამძღვარმა.

მანამდე მართლმადიდებელ  ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს სოფელ გოდომიჩის ტერიტორიულმა გაერთიანებამ გადაწყვიტა გადასვლა უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიაში  და თან წაიღო უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი. მართლმადიდებლებმა  ახალი ტაძრის აშენების გადაწყვეტილება მიიღეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ