უკრაინაში მეუ-ს შექმნის მიზანი მართლმადიდებლობის ნგრევაა,-მსსსკ განყოფილება

03 March 2021 22:57
23
 მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილე ვლადიკავკასისა და ალანსკის არქიეპისკოპოსი ლეონიდი. ფოტო: mospat.ru მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილე ვლადიკავკასისა და ალანსკის არქიეპისკოპოსი ლეონიდი. ფოტო: mospat.ru

პოლიტიკური პროექტი „მეუ“ მიმართულია არა მარტო რ. მ. ე. შესუსტებისკენ,არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობის განხეთქილებისკენ,აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ლეინიდმა(გორბაჩოვი).

უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა თავიდანვე  პოლიტიკური პროექტი იყო, რომლის მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში მართლმადიდებლობის განადგურებაა, აღნიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნებულია საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების საიტზე.

იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც პოლიტიკური სტრუქტურის შექმნისას ფანარის მეთაური „ეყრდნობოდა და ახლაც ეყრდნობა ამერიკის სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურებს“. ამერიკელი მოხელეები არ მალავდნენ პროექტში მონაწილეობას და ხმამაღლა გამოხატავდნენ მის მხარდაჭერას.

 „ამიტომ იმის თქმა, რომ ეს არის სუფთა საეკლესიო საკითხი, ნიშნავს თვალის დახუჭვას სრულიად აშკარა რეალობაზე“, - აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ლეონიდემ.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების უფროსის მოადგილის სიტყვებით, უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიის მიერ პროექტის კურატორებისთვის მხოლოდ ტაქტიკური ამოცანაა.

 „თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში პროექტის მიზანი მართლმადიდებლობის განადგურებაა, - ხაზი გაუსვა მან. - გამარჯვებები, რომლებიც ახლა შეიძლება აღვიქვათ როგორც რეალობა, მიიღწევა საოცრად დიდ ფასად. ხოლო არსებული განხეთქილების  მწარე შედეგები კიდევ მრავალი წლის განმავლობაში და, შესაძლებელია, ათწლეულები აისახება სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე“.

ერთ-ერთი ასეთი შედეგი და ფანარის ახლომხედველი პოლიტიკის ნაყოფია წმინდა სოფიის ტაძრის მეჩეთად გადაქცევა, აღნიშნა არქიეპისკოპოსმა.

 „გამოვთქვამ მტკიცე იმედს, რომ ქრისტეს ეკლესიისადმი  მტრულად განწყობილი საგარეო პოლიტიკური ძალების მიერ ინიცირებული განხეთქილება მსოფლიო მართლმადიდებლობაში დიდხანს არ გაგრძელდება, - დაასკვნა იერარქმა. - ჩვენ დღეს ყველა უნდა გავჩერდეთ და სერიუზულად დავფიქრდეთ იმაზე, რა ხდება და ვიმოქმედოთ არა ოკეანსგაღმა საერო მოხელეთა ბრძანებით, არამედ ისე, როგორც ამას გვკარნახობენ  სულიწმიდა, ჩვენი ქრისტიანული სინდისი და დედა-ეკლესიის უწმინდესი კანონები“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინაში  მართლმადიდებელმა  ეკლესიამ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს არ დაუშვან უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის გადარქმევის გაუქმება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ