მეუ-მ მიაღწია გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ისინი გეგმავდნენ,- ბარსონოფი
მეუ-ში არ გაითვალისწინეს მორწმუნე ადამიანის ფაქტორი, რომელიც არასდროს არ უღალატებს ეკლესიას,სადაც ის მონათლეს და სადაც ის ღებულობს მადლს, განაცხადა ვინიცის მიტროპოლიტმა.
ვინიცისა და ბარის მიტროპოლტმა ბარსონოფმა ტელეგრამ-არხზე "Витраж информ" -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეუ-მ გაცილებით ნაკლების მიღწევა შეძლო, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსი იყო მეუ-ს მხარეს.
"დასაწყისიდან ინფორმაციული მანქანა მუშაობდა უმე-ს წინააღმდეგ, თუმცა ტელევიზიაში ამბობდნენ, რომ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ, რომელ ტაძარში იარონ, მაგრამ სახელმწიფო კაბინეტების შიგნით მუშავდებოდა სქემები, როგორ დაეშინებინათ და გადაეყვანათ თემები ახალ სტრუქტურაში. ვინიცის ოლქში იგეგმებოდა, რომ საეკლესიო კრების შემდეგ ("გამაერთიანებელი კრება" მეუში 2018 წელს,-რედ.), რომ მეუ-ში გადავიდოდა ტაძრების 30%, როდესაც ჩამოიტანდნენ ტომოსს-50%, და აღდგომის შემდეგ-70%. მათ ჰქონდათ ასეთი გეგმა, მაგრამ თვითონ აღიარეს, რომ მათი გეგმა ვერ განხორციელდა , პირველ რიგში, ადამიანების მხარდაჭერის წყალობით,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ბარსონოფმა.
მისი სიტყვებით, მეუ და ჩინოვნიკები ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით ცდილობდნენ სამრევლოებისთვის იურიდიული პირის სტატუსის ჩამორთმევას, აშინებდნენ მღვდელმსახურებს ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ნამდვილად მორწმუნე ადამიანი არასდროს არ უღალატებს ქრისტეს და კანონიკურ ეკლესიას.
"ისინი ფიქრობდნენ, რომ დააშინებენ იერარქებს და ტაძრების წინამძღოლებს იმით, რომ ეკლესიები გაცარიელდება, წინამძღვრებს იბარებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, ეუბნებოდნენ, რომ სპონსორები მათ უარს ეტყვიან. მაგრამ სახელმწიფო რანგის ჩინოვნიკებმა ვერ გაითვალისწინეს მორწმუნე ადამიანის ფაქტორი, რომელიც არასდროს არ უღალატებს ეკლესიას, სადაც ის მოინათლა, სადაც ის ლოცულობს და ღებულობს ძალასა და მადლს. ისინი ამას არასდროს არ უღალატებენ, იმიტომ რომ ამაში არაფერი არ ესმით. ისინი არ არიან ეკლესიური ადამიანები, ისინი ადგენენ რეიდერულ სქემებს სხვადასხვა ფირმებისა და სტრუქტურებისათვის, აქ კი ისინი შეეჯახნენ სულ სხვა რამეს, ამიტომ მათმა გეგმამ არ იმუშავა,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა ბარსონოფმა.
"შემდეგ ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და არკვევდნენ, ვინ არ იმუშავა- მეუ-მ თუ ადმინისტრაციამ. მაგალითად, უუს (უკრაინის უშიშროების სამსახური) ამბობს: "მე იქ ვიმუშავე, მაგრამ აი მეუ-ში, ეპიფანესთან ვერ იმუშავეს." ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ასევე ამბობენ: "მე ხომ უკვე ვიმუშავე, მაგრამ იქ, მამაოსთან (მეუ,-რედ.) ცუდად იმუშავეს,"-დაამატა მეუფემ.
მიტროპოლიტმა ბარსონოფმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ვინიცის ეპარქიაში ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდა კანონიკური ეკლესიის წიაღში, გაიგეს რა, რომ დაიჯერეს ცრუ ინფორმაციები ან შეუშინდნენ ჩინოვნიკებს.
"მათ გაიაზრეს და დაბრუნდნენ. ასე,რომ ამ შემთხვევაში პოზიტივი არის, რამდენადაც უკვე 2021 წლის დასაწყისისათვის ადამიანთა რაოდენობა გაიზარდა და მეუ-დან ადამიანები წავიდნენ იმიტომ, რომ ეს სტრუქტურა შეიქმნა სახელმწიფოს, პოროშენკოს და სხვა დაინტერესებული ჩინოვნიკების მიერ ოკეანესგადაღმა სახელმწიფოების დახმარებით,"-დაამატა მან.
როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, უმე-ს სპიკერმა ისაუბრა მეუ-ს კლირიკების როლზე ეკლესიაში დაბრუნების შემდეგ .