უმე-ს სპიკერი ყვებოდა მეუ-ს კლირიკოსთა როლზე ეკლესიაში დაბრუნების შემდეგ

27 February 2021 00:10
16
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების გამგის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький». უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების გამგის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький».

დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი თვლის, რომ  მეუ-ში გადასულ კლირიკოსებს შეუძლიათ უმე-ში დაბრუნება დასავლეთზე ორიენტირებული უკრაინულენოვანი მრევლის დასამოძღვრად.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების გამგის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი პროგრამაში „რწმენის უფლება“ youtube-არხზე «Перший Козацький» განაცხადა, რომ შესაძლებლად მიაჩნია უკრაინაში  მართლმადიდებელ  ეკლესიაში გადასული კლირიკოსების დაბრუნება კანონიკურ ეკლესიაში, რომლის შემადგენლობაში ისინი გააგრძელებენ დასავლეთზე ორიენტირებული უკრაინულენოვანი მრევლის დამოძღვრას.

მღვდელი თვლის, რომ ეკლესიას  უკრაინაში ჯერ კიდევ არ გაუვლია უნივესალიზმის გამოცდა, როდესაც მრევლი არ განირჩევა ენობრივი ან პოლიტიკური ნიშნით. „ისინი (განხეთქილებაში გადასული სამღვდელოება - რედ.)  უნდა წარმოადგენდნენ ჩვენი ეკლესიის ნაწილს, რადგან ისინი იყვნენ ჩვენი ეკლესიის ნაწილი და დაგვშორდნენ ჩვენ. ერთიანი ეკლესიის ფარგლებში ისინი დამოძღვრავდნენ დასავლეთზე ორიენტირებულ მოსახლეობის ნაწილს და, ერთი სიტყვით, - თქვა მამა ნიკოლოზმა, - ისინი უნდა დაბრუნდნენ ჩვენს ეკლესიაში, რათა ზოგიერთები მაინც გადაარჩინონ“.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერი თვლის, რომ უკრაინის ფარგლებს გარეთ არსებული ძლიერი გეოპოლიტიკური ცენტრების მიერ  ხდება ქვეყნის გახლეჩვა და ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ არ გაჩნდება ძლიერი პოლიტიკური ელიტა, რომელიც დაიცავს ხალხისა და კანონიკური მართლმადიდებლობის ინტერესებს.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ცენტრისტული პოზიციის წყალობით, ჩვენი ეკლესია ქვეყანას აერთიანებს, თვლის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ