მართლმადიდებლებს წინასაშობაო საღამო - „სოჩელნიკი“ დაუდგა
ქრისტეს შობის დღესასწაულის ბოლო დღეს „ნავეჩერიე“ ეწოდება.
6 იანვარს (იულიანური კალენდრით 24 დეკემბერს) მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის წინა საღამო დაუდგათ, ე. წ. „საშობაო სოჩელნიკი“. ეს სახელწოდება დაკავშირებულია ამ დღეს ე.წ. „სოჩივოს“ ან „კუწიას“ (сочиво, кутья) მომზადებისა და ჭამის ტრადიციასთან - ხორბლის, ოსპის ან ბრინჯის ფაფა თაფლის, ყაყაჩოს, ჩირის, ქიშმიშის, ნიგვზის დამატებით. „სოჩელნიკი“ წელიწადში ორჯერ აღინიშნება - უფლის შობისა და ნათლისღების დღესასწაულების წინა დღეს.
ხალხში არსებობს აზრი, რომ „სოჩელნიკში“ „პირველი ვარსკვლავის გამოჩენამდე“ ჭამა არ შეიძლება. ეს ტრადიცია დაკავშირებულია გადმოცემასთან ცაზე ბეთლემის ვარსკვლავის გამოჩენის შესახებ, რომელიც ქრისტეს შობის მაუწყებელი იყო. ამავდროულად, ტიპიკონში არ მოიპოვება მითითებები დაღამებამდე კვებისგან თავშეკავების შესახებ.
საღვთისმსახურო მითითებებში აგრეთვე არ მოიპოვება ინფორმაცია შობის წინა დღეს 12 სამარხვო კერძის მომზადების შესახებ, რაც მიღებულია უკრაინელთა ფოლკლორულ ტრადიციაში.
მანამდე მჟკ წერდა, თუ რატომ აღნიშნავს ეკლესია შობას სწორედ 7 იანვარს.