რეიდერები ყვიროდნენ: «მოკალით ისინი!», ჩვენ ვიდექით, – მრევლი ზადუბროვკაში

24 February 2021 12:10
12
დევნილი თემის წარმომადგენლები სოფელ ზადუბროვკიდან. ფოტო: скриншот видео youtube-канала СПЖ დევნილი თემის წარმომადგენლები სოფელ ზადუბროვკიდან. ფოტო: скриншот видео youtube-канала СПЖ

უმე-ს დევნილი თემის მრევლი ზადუბროვკაში მესამე წელის დარაჯობს ტაძარს რეიდერებისგან და ყრილობაზე "მართლები" დაწვრილებით ისაუბრეს მეუს- მებრძოლების შემოტევაზე.

2021 წლის 22 თებერვალს დევნილი თემების ყრილობაზე "მართლები", რომელიც გაიმართა კიევ-პეჩერის ლავრაში, მრევლმა ჩერნოვიცის ოლქის   ზასტავნოვსკის რაიონის სოფელ ზადუბროვკიდან ისაუბრა მეუ-ს რეიდერების მიერ მთავარანგელოზის ტაძრის მიტაცებაზე და რა გავლენა მოახდინა ამან თემისა და სოფლის ცხოვრებაზე.

სოფლის თავი რომან ხაშუკი ყვება, რომ ტაძრის მრევლი უკვე მესამე წელია დღედაღამ დარაჯობს ტაძარს და იქ ყოფნისას კითხულობენ კანონებს და დაუჯდომელებს. მისი სიტყვებით, რეიდერების შემოტევებიდან ყველაზე ცინიკური იყო 2020 წლის 4 მაისს, იმ დღეს, როდესაც უეცრად გარდაიცვალა წინამძღვარი მამა ლეონიდი. "და სანამ ჩვენ ყველანი შოკში ვიყავით, და საკარანტინო შეზღუდვების გამო არ გვქონდა ნორმალური საშუალება მ. ლეონიდის ხსოვნისათვის პატივი მიგვეგო, მეორე  მხარე ემზადებოდა ტაძრის დასაპყრობად, -მოყვა უხუცესი. ემზადებოდნენ იმდენად ცინიკურად, რომ გამოყენებულ იქნა: სოფელში ელექტროენერგიის გათიშვა, ინტერნეტის გათიშვა, გერგელიუკის, მათი მეუ-ს "წინამძღვრის" დახმარებით გზების გადაკეტვა. მათ გადაკეტეს გზები მოჭრილი ხეებით, რომ შეძლებოდათ  არც სასწრაფოს, არც სახანძროს, არც პოლიციას და არც სხვა მორწმუნეებს  დასახმარებლად მისვლა, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ."

თვითონ შეტევას, რომელსაც ახორციელებდა 40 მომზადებული  დაქირავებულებისაგან შემდგარი ჯგუფი, შეიარაღებულები ხელკეტებითა და კასტეტებით, წინაღუდგა რამდენიმე მორიგე უმე-ს ტაძრის მორწმუნეებიდან და კიდევ ექვსი, რომლებმაც მოასწრეს მოსვლა. "მათი მხრიდან (მეუ-ს რეიდერების-რედ.) ასევე ისმოდა მოწოდებები: "თქვენ ისინი არ ცემოთ, თქვენ ისინი მოკალით," თქვა რომან ხაშუკმა.

როგორც ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ვიტალი დუროვი ყვება, შემოტევა მოიგერიეს და მისი წყალობით მეუ-ს რეიდერების სხვა შემოტევებისაგან უმე-ს თემი გამაგრდა ზადუბროვკაში, გახდა კიდევ უფრო მეტი და ძლიერი, ტაძარში სიარული დაიწყეს იმათმაც, ვინც წინათ საერთოდ არ ესწრებოდა ღვთისმსახურებას. "ყოველგვარი მუქარის მიუხედავად, დისკრიმინაციაზე, რომელიც ხდება სოფელში, ჩვენ ხომ მუდმივად "მოსკალებს" გვაძახიან, სხვა შეურაცხყოფებებისა, შეუძლებელია მათ გვერდით გაიარო  იმის გარეშე, რომ შენ არ შეგეხონ, ან არ გაწყენინონ, ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას,"-დაასკვნა მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვარმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, პტიჩიეს თემი: დევნის 6 წელი ჩვენ ვრჩებით უმე-ს ერთგულები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ