უმე-ს მიტაცებული ტაძრების ყრილობამ მიმართა რადას, პრეზიდენტს, მინ. კაბინეტს

22 February 2021 23:00
13
უმე-ს მიტაცებული ტაძრების მრევლი. ფოტო: СПЖ უმე-ს მიტაცებული ტაძრების მრევლი. ფოტო: СПЖ

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას გააუქმოს ანტისაეკლესიო კანონები და შეაჩეროს დევნა.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლებისა და მორწმუნეთა ყრილობის მონაწილეებმა, რომლებიც უპირისპირდებიან რეიდერების მცდელობებს მეუ-სა და უბკე-ს მხრიდან , მიიღეს მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის, პრემიერ- მინისტრის დენის შმიგალის, უმაღლესი რადას თავმჯდომარის დიმიტრი რაზუმკოვისა და დეპუტატების ფრაქციათშორისი გაერთიანების „უკრაინაში კონფესიური მშვიდობისთვის“ მიმართ, რომელშიც მოუწოდეს მათ გამოიყენონ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები ანტისაეკლესიო კანონების გასაუქმებლად და უმე-ს დევნის შესაწყვეტად.

2021 წლის 22 თებერვლას კიევ-პეჩორის ლავრაში ჩატარებულ ყრილობაზე, რომელშიც მონაწილეობდა უმე-ს დევნილი თემის 350 წარმომადგენელი, დაადგინეს, რომ უკვე კარგავენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან რწმენის აღმსარებლობის თავისუფლების უფლების უზრუნველყოფის იმედს. ამის მიზეზია უმაღლესი რადას მიერ ახალი კანონმდებლობის მიღება რელიგიური ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აძლიერებენ განხეთქილებას საზოაგდოებაში, პროვოცირებას უკეთებენ კონფესიათშორის დაპირისპირებასა და რელიგიურ მტრობას. საქმე ეხება უკრაინის N 2673-VIII  და N 2662- VIII კანონებს, რომელთაც უკვე უწოდეს ანტისაეკლესიო, ხოლო არსებითად - უშუალოდ უმე-ს წინააღმდეგ მიმართული და რომლებიც არღვევენ, როგორც უკრაინის კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო კონვენციებსა და პაქტებს.

მიმართვაში მითითებულია უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ ამ კანონების უშუალოდ უმე-ს წინააღმდეგ გამოყენება: „უმე-ს რელიგიური თემები აღმოჩნდნენ არათანაბარ მდგომარეობაში უკრაინის სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან. იძულებითი ხელახალი რეგისტრაცია, რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) სახელწოდებისა და კანონიკურ საკითხებში დაქვემდებარების ცვლილება წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას რწმენის აღმსარებლობის თავისუფლებაში“.

ამასთან დაკავშირებით, უმე-ს დევნილ თემთა ყრილობის მონაწილეები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პრემიერს, რადას სპიკერსა და დეპუტატებს საკანონმდებლო ინიციატივის წესით უკრაინის უმაღლეს რადაში შეიტანონ კანონპროექტი, რომელიც გააუქმებს უკრაინის N 2673-VIII  და N 2662- VIII ანტისაეკლესიო კანონების მოქმედებას.

ცალკე პრემიერ შმიგალს მოუწოდებენ მორატორიუმი გამოაცხადოს უმე-ს რელიგიური თემების კონფესიური კუთვნილებისა და სახელის იძულებით გადარქმევის თაობაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო მოქმედების ჩატარებაზე ანტისაეკლესიო კანონების მოქმედების გაუქმებამდე.

 „უკრაინაში კონფესიური მშვიდობისთვის“ ფრაქციათშორისი გაერთიანების დეპუტატებს კი სთხოვენ მიმართონ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მათ თანამდებობის პირებს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოითხოვონ შეწყვიტონ უკანონობა მორწმუნეთა მიმართ.

„მოგმართავთ ჩვენი ეკლესიის მორწმუნეთა სახელით, რომელთაც ტაძრების დაკავების დროს მიადგათ სხეულის მძიმე დაზიანებები: გაუტყდათ თავი, მოიტეხეს ხელები, ცემეს. ჩვენ ასევე მოგმართავთ თქვენ ბევრი მღვდელმსახურის სახელით, რომელთაც მუდმივად უსაფუძვლოდ იძახებენ დაკითხვებზე სამართალდამცავ ორგანოებში და ყველანაირად ამცირებენ - აღნიშნულია მორწმუნეთა მიმართვებში. - მოგმართავთ თქვენ უბრალო ადამიანების სახელით უკრაინის ყველა კუთხიდან, რომელთაც ძალადობრივად ან მოტყუებით (სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციებში მრევლის წესდების არამართლზომიერი ხელახალი რეგისტრაციის მეშვეობით) წაართვეს ან ცდილობენ წაართვან ტაძრები, სადაც ჯერ კიდევ მათი ბაბუა-დიდი ბაბუები დადიოდნენ“.

როგორც აღნიშნა მჟკ-მ, 2021 წლის 21 თებერვალს კიევ-პეჩორის ლავრაში დაიწყო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტაცებული ტაძრების თემთა წარმომადგენლების და ასევე მორწმუნეთა ყრილობა, რომლებიც უპირისპირდებიან რეიდერების მცდელობებს მეუ-სა და უბკე-ს მხრიდან.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ