რკე-ის კარდინალი: დღეს ქრისტეს დაგმობდნენ მისი სწავლებისთვის ქორწინებასა და ოჯახზე
კარდინალ მიულერის სიტყვებით, „იესო ეწინააღმდეგება „იდეოლოგებს“, რომლებსაც სურთ გაანადგურონ ოჯახი, ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის“.
რომის კათოლიკური ეკლესიის რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის ყოფილი პრეფექტი, კარდინალი გერჰარდ მიულერი თვლის, რომ დღეს იესო ქრისტე შეიძლება ჯვარს აცვან ქორწინებისა და ოჯახის შესახებ მისი სწავლების გამო.
GB News-თან ინტერვიუში კარდინალმა მიულერმა თქვა, რომ „ყოველი ადამიანის სულიერი გადარჩენისთვის პასტორალური ზრუნვა ყველა მღვდლის, ეპისკოპოსისა და პაპის მოვალეობაა“.
მისი სიტყვებით, „იესო ეწინააღმდეგება „იდეოლოგებს“, რომელთაც სურთ გაანადგურონ ქალისა და მამაკაცის ქორწინება და ოჯახის ინსტიტუტი“.
„იესოს დღეს არ გაასამართლებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო მესია, არამედ მას მოუწევდა შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ციხეში ჩაჯდომა, რადგან მან იქადაგა „ჭეშმარიტება ქალისა და მამაკაცის ქორწინებაზე“, - აღნიშნა მიულერმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ რკე-ის კარდინალმა გეი წყვილების კურთხევას მკრეხელობა უწოდა.