მეუ-ში ს.მ.ე-ს მეთაურზე საუბრისას პატრიარქი თეოდორე გაიხსენეს
ზორიამ მიანიშნა, რომ სერბეთის პატრიარქთან საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობა და გაიხსენა, რომ კვიპროსის საბერძნეთისა და ალექსანდრიის კეთილგანწყობა შემთხვევითი არ არის.
მეუ-ში იმედოვნებენ, რომ ახალი პატრიარქის დანიშვნის შემდეგ სერბეთში შეიცვლება პოზიცია მათ მიმართ. ამ სქიზმატური სტრუქტურის სპიკერმა ივან (ევსტრატი) ზორიამ თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა , რომ ,,ყველა დიდი გზა იწყება პირველი ნაბიჯიდან. უკეთესია თუ ეს იქნება თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი’’.
ზორიამ გაიხსენა, რომ ,,არც ისე დიდი ხნის წინ ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორეს თვლიდნენ ,,რუსეთის მთავარ მოკავშირედ’’, ახლა კი ,,ჩვენ ყველას გვიხარია ალექსანდრიის, კვიპროსისა და საბერძნეთის ეკლესიის მხარდაჭერა. და ის მოულოდნელად არ მომხდარა’’.
ამავდროულად ზორიამ განაცხადა, რომ ,,სერბეთის ეკლესიის პატრიარქისადმი მილოცვა (დუმენკომ უკვე ,,ძმურად მიულოცა’’ პატრიარქ პორფირეს - რედ.) არ ნიშნავს ,რომ ავტომატურად ვიზიარებთ ამ ეკლესიის პოზიციას.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ზორიამ 2015 წელს პატრიარქი თეოდორე დაადანაშაულა მოსკოვის ,,გამყიდველობაში’’, მის მაშინდელ განცხადებას უმე-ს მხარდასაჭერად უწოდა ,,ალექსანდრიის ჯინსი’’: ,,ოდესღაც მოსკოვმა კიევის საპატრიარქო იყიდა 120 ნორკად და 200 ოქროს მონეტად. და აი ახლა თავის მხარდასაჭერ განცხადებებს ყიდულობს შესამოსლების ფასად (ნორკის ჩანაცვლებით). რამდენი ოქროს მონეტა დაიხარჯა ამისთვის - ისტორია გვეტყვის... ასე რომ ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ასეთი გზით ნაყიდი საკუთარი აზრი არა თუ არაფრად არ ღირს, უფრო მეტიც - მათი არასწორობის დადასტურებაა, ვის მიმართაც ისმის vip-"ჯინსები"».