მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირი ოტყობინება სისხლის საქმეებზე ზოლოჩევოში
ზოლოჩევოს მერი და დეპუტატი-უმე-ს მღვდლის ოჯახის წინააღმდეგ,რომელთა ინტერესებს იცავს მაკ, რელიგიური მტრობის გაღვივებაში სისხლის სამართლის საქმის ძირითადი ფიგურები არიან.
აღძრულია ორი სისხლის სამართლის საქმე ფაქტზე, რომელიც ეხება ქალაქის ხელისუფლებისა და რადიკალების მხრიდან წინააღმდეგობას უმე-ს მღვდლის მაქსიმ იოენკოს და მისი ცოლის მიმართ, იტყობინებიან მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირის ადვოკატები მაკ-ის ტელეგრამ არხზე.
ზოლოჩევოს პოლიცია იძიებს ორი სისხლის სამართლის საქმეს: უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხ. 296, ნაწ.2 (ჯგუფური ხულიგნობა), მეორე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 161, ნაწ.1 (განზრახ ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიური შუღლის გაღვივებას).
ჯგუფური ხულიგნობის საქმის ფარგლებში დაინიშნა რიგი ექსპეტრიზისა, რათა დადგენილიყო მღვდლის ოჯახზე თავდამსხმელების ვინაობა და მათი ბრალეულობის დამტკიცება. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.
ძირითადი ფიგურები რელიგიური შუღლის გაღვივების საქმეში არიან მერი და ზოლოჩევის სადეპუტატო კორპუსი.
"დაზარალებულების ადვოკატების შუამდგომლობით 2020 წლის ბოლომდე აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ იქნა რიგი სამძებრო სამუშაოებისა, რომლებიც მიმართული იყო დანაშაულის დაფიქსირებისა და მტკიცებულების ბაზის შესაქმნელად",- იტყობინებიან იურისტები.
მაკ-ის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ქ. ზოლოჩევის მერი იგორ გრინკივა, ზოგიერთი დეპუტატი და ზოლოჩევის საქალაქო საბჭოს თანამშრომელი შესაძლოა იძულებით მიიყვანონ დაკითხვაზე, ვინაიდან თავისი ნებით ისინი ჩვენების მისაცემად არ მიდიან.
როგორც მჟკ იუწყება, მართლმადიდებელ ადვოკატთა კავშირმა განაცხადა უმე-ს თემის უფელებების დაცვის შესახებ ზოლოჩევში.