უნეტარეს ვლადიმირს არ უთქვამს ის, რასაც მას მიაწერენ, უმე-ს იერარქი
ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) განაცხადა, რომ უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირი ყოველთვის მყარად იდგა საეკლესიო კანონების ფუნდამენტზე.
ბარიშევის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა), კიევის მიტროპოლიის ვიკარმა და ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურმა, სერბეთის საპატრიარქოს ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიტროპოლიტი ვლადიმირი (საბოდანი) იყო სრულიად დაკმაყოფილებული უმე-ს სტატუსით და არასდროს არ უთქვამს ის სიტყვები, რასაც მას მიაწერენ სხვადასხვა მოღვაწეები, იტყობინება უმე-ს ინფორმაციულ-საგანმანათლებლო განყოფილება.
ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღნიშნა, რომ აწ განსვენებულ უნეტარეს მიტროპოლიტ ვლადიმირს "შეეძლო სიღრმისეული ეკლესიურობის შეთავსება ნამდვილ პატრიოტიზმთან ნაციონალიზმის შეზავების გარეშე და თავისი სამშობლოს ნამდვილი სიყვარული."
ამასთან ერთად მეუფემ აღნიშნა, რომ "დღეს არიან ზოგიერთი საეკლესიო და არასაეკლესიო მოღვაწეები, რომლებიც ცდილობენ უნეტარეს ვლადიმირს მიაწერონ გამონათქვამები, რომლებიც მას არ უთქვამს."
ეპისკოპოსის სიტყვებით, "მეუფე ვლადიმირი საეკლესიო კანონების ფუნდამენტზე მყარად იდგა. ის არასდროს არ ასრულებდა ისეთ მოქმედებებს, რომლებსაც შეეძლოთ მოეხდინათ ნეგატიური გავლენა საეკლესიო ცხოვრებაზე, არამედ ყოველთვის აკეთებდა ყველაფერს მის სასიკეთოდ."
"უნეტარესმა ვლადიმირმა ხაზგასმით არაერთხელ აღნიშნა და ყურადღება გაამახვილა უმე-ს ოპტიმალურ სტატუსზე როგორც "თავისუფალი და დამოუკიდებელი საკუთარ მმართველობაში", რომელიც იყო დამოწმებული მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II ნაკურთხი სიგელით (ტომოსით) 1990 წელს,"- განმარტა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მიტროპოლიტ ვლადიმირის მოღვაწეობა მიმართული იყო ეკლესიის განმტკიცებაზე, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, და მან საფუძველი ჩაუყარა მყარ კანონიკურ ფუნდამენტს, რომელსაც დღეს აგრძელებს თავის მსახურებაში უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი.
"ჩვენი მოქმედი წინამძღვარი ყველასათვის წარმოადგენს გულმხურვალე მლოცველის მაგალითს, ის ნამდვილი ბერი და ეპისკოპოსია, რომელიც თავის თავს მთლიანად უძღვნის ეკლესიის მსახურებას,"- დაამატა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ში გაახმოვანეს მიტროპოლიტ ვლადიმირის (საბოდანი) დამოკიდებულება ავტოკეფალიის მიმართ.