«იმბეცილები და ვირთხები»: გაცეცხლებულმა წამყვანმა უკრაინელები შეურაცჰყო
ოსტაპ დროზდოვმა თავს უფლება მისცა პირდაპირ ეთერში შეურაცყოფა მიეყენებინა დახურული ოპოზიციური არხის მაყურებლისათვის.
ოსტაპ დროზდოვმა, ტელეშოუ «Вон Московский Патриархат» და მრავალი ფეიკის ავტორმა უმე-ს მიმართ, «4 канала» -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დახურული ოპოზიციური არხების «Зик», «Ньюсван» и «112» მაყურებლები არიან ერთუჯრედიანები, ამებები, იმბეცილები და ვირთხები.
«ერთუჯრედიანებმა დაკარგეს თავიანთი საკენკი, ამებებს აღარაფერი აქვთ საყურებელი, ინფუზორიები- ფეხებს აბაკუნებენ ისტერიულად და გული მისდით », – ასე დაახასიათა დროზდოვმა დახურული არხის მაყურებლები.
ასეთი კატეგორიის ხალხს დროზდოვმა ურჩია გახეხონ უნიტაზები და გამოიწერონ მისი youtube არხი: «ისეთ ხალხს, რომლებიც კატასტროფულად განიცდიან შხამის უკმარისობას, რომელიც მათ აქცევს აბსოლუტურ იმბეცილებად და საზოგადოებრივ ვირთხებად, რა შეიძლება ვუწოდოთ თუ არა საცოდავები ».
არნიშნიულ გამონათქვამებს გამოეხმაურა სახალხო დეპუტატი ,,ხალხის სამსახურში’’ პარტიიდან მაქსიმ ბუჟანსკი და მიმართა ნაციონალურ საბჭოს რადიოსა და ტელევიზიებთან დაკავშირებით: «მე ვთხოვ ეროვნულ საბჭოს შეამოწმოს აღნიშნული არხის საქმიანობა და მისი ტელე-რადიო მაუწყებლობა უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს სანქციები და შედეგები შემატყობინოს».
ადრე ოსტაპ დროზდოვთან ინტერვიუში მეუ-ს ,,იერარქმა’’ ალექსანდრემ (დრაბინკო) განაცხადა, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი მიტროპოლიტი ონუფრე ხელმძღვანელობს მხოლოდ საღვთო წერილით და არ აქვს ეროვნული ცნობიერება.