პროგნოზირებადი: ზორია ირწმუნება, რომ მეუ-ს შიდა სკანდალი მოსკოვის ბრალია
მეუ-ს მდივანი თვლის, რომ ,,იერარქების’’ კულიკისა და დრაბინკოს ირგვლივ შექმნილი სკანდალი - ,, მოსკოვის სპეც-სამსახურის კლასიკური ოპერაციაა’’.
ივან (ევსტრატი) ზორია თვლის, რომ მეუ-ს ,,იერარქებს'' ალექსანდრე დრაბინკოს და ადრიან კულიკს შორის არსებული სკანდალი - ეს არის რუსული სპეც- სამსახურის ოპერაცია, რომლის მიზანია - განხეთქილების შექმნა უკრაინაში.ევსტრატი ზორიამ ციტირება გაუკეთა ამ შინაარსის მქონე პუბლიკაციას ,,ზუსტი ანალიზი’’და გამოაქვეყნა თავის facebook გვერდზე.
მოცემულ პუბლიკაციაში საუბარია ასევე იმაზე, რომ მოქალაქეების ნეგატიური რეაქცია ადრიან კულიკის განცხადებაზე,, მარკირება გაუკეთდეს’’ უკრაინის შიდა მტრებს როგორც ,,უპატრონო ძაღლებს’’ და ასევე ალექსანდრე დრაბინკოს ინტიმური ხასიათის მქონე მიმოწერის გამოქვეყნება - რუსეთის სპეც-სამსახურის ოპერაციაა მეუ-ს წინააღმდეგ. პუბლიკაციის ავტორები ირწმუნებიან, რომ ამ ოპერაციის ფართომასშტაბიან გავრცელებას ხელი შეუშალა ოპოზიციური არხების «Зик», «Ньюсван» и «112» დახურვამ.
ამავდროულად პრო - სქიზმატური რესურსები ირწმუნებიან, რომ დრაბინკოს შესახებ ინფორმაცია პირველად გამოქვეყნდა ტელეარხზე «5 канал», რომელიც ეკუთვნის პეტრე პოროშენკოს, ასევე გვამცნო ტელეარხმა «Varta», სადაც ამბობენ, რომ დრაბინკოს მიმოწერების გამოქვეყნებაში სერგეი დუმენკოს ხელი ურევია. თვითონ დრაბინკო ამჟამად არკვევს - არის თუ არა მეუ-ს ,,იერარქი’’ გარეული მის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში.
შეგახსენებთ, ადრე მჟკ წერდა, რომ ადრიან კულიკმა მოწოდება გააკეთა მარკირება გაუკეთდეს ,,ყველას ვისაც არ უყვარს უკრაინა’’ ,,როგორც უპატრონო ძაღლებს’’.