ევროპარლამენტმა მოუწოდა დაიხუროს საიტი «Миротворец»
ევროპარლამენტში მიაჩნიათ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მკაცრად უნდა დაგმოს და აკრძალოს ექსტრემისტული და სიძულვილის წამქეზებელი ჯგუფების და ვებ-საიტების საქმიანობა.
ევროპარლამენტმა (ეპ) დაამტკიცა შემაჯამებელი რეზოლუცია უკრაინაზე, რომელშიც მოუწოდა უკრაინის მთავრობას აკრძალოს სკანდალური საიტის "Миротворец» საქმიანობა. სხდომის ტრანსლაცია , რომლის მიმდინარეობისას გავრცელდა რეზოლუციის ტექსტი, 11 თებერვალს მიმდინარეობდა ევროპარლამენტის საიტზე.
"ევროპარლამენტი წუხს იმაზე, რომ პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში აურესდება, როდესაც დაშინება, სიძულვილის ენა და პოლიტიკური ზეწოლა ფართოდ გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისათვის; დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას მკაცრად დაგმოს და აკრძალოს საქმიანობა ექსტრემისტული და სიძულვილის წამქეზებელი ჯგუფების და ვებ-საიტების, როგორიცაა "მშვიდობისმყოფელი", რომლებიც ქმნიან დაძაბულობას საზოგადოებაში და უკანონოდ იყენებენ ასობით ადამიანის პირად მონაცემებს, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და უმცირესობების ჯგუფის წევრების ჩათვლით,"-ნათქვამია რეზოლუციაში.
შეგახსენებთ, რომ "მშვიდობისმყოფელი" შექმნილია 2014 წელს, როგორც ინტერნეტ-წარმომადგენლობა "დანაშაულის კვლევის ცენტრი უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების , მშვიდობის და მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ", რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ რესურსის ადმინისტრატორების აზრით, "უკრაინის წინააღმდეგ."
კერძოდ, "მშვიდობისმყოფელი" -ს მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს მთელი რიგი "მოწინააღმდეგეები უკრაინული მართლმადიდებლობის დამოუკიდებლობის, რუსეთის მიერ კონტროლირებადი რმე-სგან", რომელთა შორის არიან- უმე-ს წინამძღვარი უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი, უმე-ს საქმეთამმართველი ანტონი (პაკანიჩი), უმე-ს სპიკერი დეკანოზი ნიკოლაი დანილევიჩი და მრავალი სხვა მღვდელმსახური. ამავე სიაში არიან უმე-ს მორწმუნეები და ცნობილი მოკრივეები ალექსანდრე უსიკი და ვასილი ლომაჩენკო.