ჩვენ არ გავჩუმდებით პატრიარქ ბართლომეს ქმედებებზე,-კვიპროსის იერარქი
ტამასოსის მიტროპოლიტი ისაია თვლის, რომ ფანარიონის მოქმედებებზე უკრაინაში სიმართლის თქმა- ეს არაა ნაბიჯი ფანარიონის წინააღმდეგ, არამედ მისთვის სიყვარულის დამოწმებაა.
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ტამასოსის მიტროპოლიტი ისაია აცხადებს, რომ პატივსცემს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მაგრამ არ გაჩუმდება მისი არასწორი ქმედებების გამო.
გამომცემლობა "რომფეასთან" ინტერვიუში მიტროპოლიტმა ისაიამ აღნიშნა, რომ მისთვის "მსოფლიო საპატრიარქო- ეს ჩვენი ბიზანტიური ცივილიზაციის აკვანია..., ერთადერთი წმინდა დაწესებულებაა მართლმადიდებლობაში, მოქმედი როგორც კიდობანი ღვთისმეტყველებაში და ბიზანტიურ კულტურაში."
სწორედ ამიტომ, თქვა მან, "ჩვენ არასდროს არ გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლების შეგნებულად დააზარალებს მსოფლიო საპატრიარქოს, მაგრამ ჩვენ არ გავჩუმდებით, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაც ისე არ არის."
"ითქვას სიმართლე ისე, როგორც თქვენ გრძნობთ,-ეს არაა ნაბიჯი მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ. თუ თქვენ გიყვართ ვინმე, თქვენ ეუბნებით მას სწორედ იმას, რისიც გწამთ,"-აღნიშნა იერარქმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია, რომელიც წარმოიშვა მსოფლიო მართლმადიდებლობაში "უკრაინული საკითხის" გამო- "ეს გამოცდაა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, ეს სულიერი აღორძინების შესაძლებლობაა, როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე პიროვნულად. ღმერთი დაგვეხმარება ჩვენ, თუ თავიდან ჩვენ დავეხმარებით საკუთარ თავს."
ინტერვიუს ბოლოს მიტროპოლიტმა ისაიამ ციტირება გაუკეთა ციცერონს, რომელმაც, მისი სიტყვებით, დაწერა: "ძნელია გაჩუმდე, როდესაც გტკივა."
"გულისტკივილით და შფოთვით ამ ინტერვიუში მე გადმოვეცი ხმა ჩემი იერარქიული სინდისისა და წარვადგენ ჩემს თავს ღმერთის სამართლისა და ისტორიის წინაშე,"- დაასკვნა ეპისკპოსმა.
ადრე მჟკ წერდა, რომ ტამასოსის მიტროპოლიტ ისაიას აზრით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პირველობა- ეს მსახურების პირველობაა, და არა ხელისუფლების.