ფილარეტთან უარყვეს ზორიას სიტყვები, რომ უმე (კ) საიტი - "მჟკ-ს ფილიალია''

11 February 2021 15:40
25
უმე(კ)-ს ყოფილი მდივანი ევსტრატი ზორია და ფილარეტ დენისენკო. ფოტო: Укринформ უმე(კ)-ს ყოფილი მდივანი ევსტრატი ზორია და ფილარეტ დენისენკო. ფოტო: Укринформ

უმე (კ)-ში დაადანაშაულეს მეუ-ს სპიკერი ევსტრატე ზორია "სამარცხვინო ტყუილის" გავრეცელებაში, მიუთითეს რა მის "ამორალურ დეგრადირებაზე.''

ფილარეტთან რეაგირება მოახდინეს მეუ-ს "იერარქის" ევსტრატი ზორიას კომენტარზე  მის წინადადებასთან "მოინანიონ კიევის პატრიარქისადმი ერთგულების ფიცის დარღვევა" დაკავშირებით, რომელშიც მან მისი მონაწილეობით შექმნილ უმე(კ) -ს საიტს უწოდა "მეუ-ს წინააღმდეგ მებრძოლი მჟკ-ს ფილიალი" და ასევე ივარაუდა "პატრიარქის" პიროვნების გაორება, რაც ზორიასთვის "სამწუხარო სანახავია."

უმე (კ)-ს პრეს- სამსახურის პასუხში, რომელიც გამოქვეყნებულია ლიკვიდირებული ორგანიზაციის Facebook გვერდზე 9 თებერვალს, ხაზგასმულია, რომ ის "აგებულია სამარცხვინო ტყუილის გამოაშკარავებაზე, რომელსაც ავრცელებს არქიეპისკოპოსი ევსტრატი."

"წუხილზე, ლოგიკის დაკარგვაზე და პიროვნების გაორებაზე გავაკეთებთ დასკვნებს, როდესაც შევაჯამებთ ნამდვილ ფაქტებს და ავტორის აშკარა ტყუილს, რომელმაც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა დაესვა პატრიარქისთვის სამედიცინო დიაგნოზი, როგორც ღვთისმსახურმა. ახლა ფაქტებზე-საიტის შექმნა-დიახ, ეს სიმართლეა, რომლითაც შეუძლია იამაყოს დაწყებითი კლასების მოსწავლემ და არა ეპისკოპოსმა უმაღლესი განათლებით. ეს საიტი 2019 წლის ივნისიდან დაბლოკა მეუ-მ თავის საარქივო მასალებთან ერთად, რომლებიც ეკუთვნოდა უმე(კ)-ს, ამიტომ ამ საიტის არსებობა , რომლითაც ამაყობს "აიტი-ეპისკოპოსი"-სიცრუეა.

რაც შეეხება "მჟკ-ს ფილიალს". მსგავსი მტკიცებულება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე-ასევე სიცრუეა,- რომელზეც ადრე თუ გვიან ავტორს მოუწევს პასუხისგება სასამართლოს და ღმერთის წინაშე,"- აღნიშნეს უმე(კ)-ს პრეს-სამსახურში.

"არგუმენტირებული" მხილების შემდეგ ზორიას თეზისებთან დაკავშირებით იმაზე, რომ მეუ-ს "ეპისკოპოსებმა" არ უნდა მოინანიონ ფიცის დამრღვევ ფილარეტთან, სქიზმატიკოსებმა დაასკვნეს, რომ "თავისი კომენტარით "პატრიარქის მიმართვა საეპისკოპოსი აღთქმის დამრღვევებთან" არქიეპისკოპოსმა ევსტრატიმ (ზორია) დაამოწმა, რომ ის თვითონ  მიეკუთვნება ამ დამრღვევებს და ამით "ყველაფერი აშკარაა და ნათელი!"

ვაკეთებთ დასკვნას, ყველა ბრალდება, რომელიც აგებულია სიმართლისა და ტყუილის სატანურ არევაზე, მხოლოდ ერთ რამეზე მოწმობს, რომ ავტორი დაეცა იმ დონემდე, რომელიც არ შეფერება ეპისკოპოსის წოდებას. და ეკლესია, რომელიც აგებულა შეცდომებზე და სიცრუეზე, განწირულია უსახელო მომავლისათვის,"- დაასკვნეს უმე(კ)-ში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ