გაერო-ში დაგმეს ზეწოლა უმე-ზე
გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესმა კომისარმა ფოლკერ ტიურკმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლებით.
გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისარი ფოლკერ ტიურკი გამოვიდა კანონპროექტის კრიტიკით, რომელიც ემუქრება უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლებას, გვატყობინებს გამოცემა „სტრანა“.
„ აღვნიშნე ჩემი შეშფოთება უკრაინაში აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებით, გავითვალისწინე რა ხელისუფლების განგრძობადი მოქმედებები უკრაინის ორთოდოქსული ეკლესიის წინააღმდეგ. კანონპროექტი გულისხმობს რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას, რომელიც უკავშირდება რფ-ს. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე“, - განაცხადა მან.
როგორც წერს მჟკ, ამერიკულ ჟურნალში Foreign Policy გამოვიდა როდ-აილენდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორის ნიკოლოზ ნ. პეტროს სტატია უკრანის ხელისუფლების მოქმედებების კრიტიკით მოქალაქეებთან მიმართებაში, სახელწოდებით „უკრაინას პრობლემები აქვს სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებით“. მასში ავტორი გვამცნობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს რეპრესიებმა უმე-ს წინააღმდეგ.