უმე-ს იერარქმა ეკლესიაზე ხელისუფლების შესაძლო დარტყმა ივარაუდა

10 February 2021 23:21
12
ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტი კლიმენტი. ფოტო: news.church.ua ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტი კლიმენტი. ფოტო: news.church.ua

როდესაც ხელისუფლებამ აირჩია უმე-სთან ღია კონფრონტაცია, ეს მისი პოლიტიკური კატასტროფის ნიშანი იყო, მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა).

სინოდის პრეს-სამსახურის განყოფილების უფროსმა, უმე-ს ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა კომენტარი გააკეთა ,,ქვეყნისთვის'' სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან გაჟონილ ხმებზე, იმის შესახებ, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ იერიშს მიიტანს უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიაზე.

საიმედო წყაროზე დაყრდნობით ხელისუფლება აპირებს გაააქტიუროს დისკრიმინაციული კანონი ეკლესიის იძულებითი წესით სახელის გადარქმევაზე, ასევე შეეცდება წაართვას უმე-ს კიევო-პეჩორისა და პოჩაევის ლავრები.

რაც შეეხება სკანდალურ კანონს ეკლესიის სახელის იძულებით გადარქმევაზე მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ დადასტურებულ ინფორმაციას ეკლესია არ ფლობს, მაგრამ ეკლესიის წიაღში არის მსგავსი საშიშროება, რომელიც ,,გაღრმავდა ალექსეი რეზნიკოვის დაუფიქრებელი განცხადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ’’.

რაც შეეხება ლავრების წართმევას უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიისათვის  ამას ,,ხშირად ახსენებენ მარგინალები, რომლებიც თავს თვლიან ნაციონალისტებად’’, სასულიერო პირის აზრით ,, ეს მათი ეპატაჟური ტრადიციაა, არა თუ რეალური მიზანი’’.

,,მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ ბოლო დროს მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია, რომ ამ რადიკალურ ნაციონალისტებს კურირებს ხელისუფლება, არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ამ ფაქტს’’- დაამატა მან.

იერარქმა თქვა, რომ უახლოეს ისტორიაში ყველა დროის ხელისუფლება ცდილობდა ამა თუ იმ ხერხით ზეგავლენა მოეხდინა ეკლესიაზე, რათა ,,გაეხადა იგი თავიანთი პოლიტიკური იდეის გამავრცელებლად’’ , ამიტომაც უკრაინული მართმადიდებლური ეკლესიის მიმართაც უხვად იფრქვევა მუქარა ეკლესიის წართმევის, აკრძალვისა და ა.შ.’’

,,მაგრამ თუ გადავხედავთ ყველა შემთხვევას, როდესაც ხელისუფლება ღიად ირჩევდა კონფრონტაციის გზას უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ, უცებ შევამჩნევთ, რომ ეს იყო ნიშანი მოახლოებული კრახისა,- შეგვახსენა მიტროპოლიტმა კლიმენტმა. - ასე იყო იუშენკოს დროს, ასევე პოროშენკოს გადაყენების წინაც. ეს თითქოსდა ცხადია ყველასთვის. უმე ყველა მისი მტრის ჯინაზე რჩება უმსხვილეს რელიგიურ დაჯგუფებად უკრაინაში’’.

მისი სიტყვებით უმე-ს მორწმუნეები დაუცველები არიან ამ სიტყვის წმინდა მნიშვნელობით, რამდენადაც უკრაინაში ,,მათ არ შეუძლიათ ბოლომდე დაეყრდნონ სასამართლოს, ვერც ძალოვან სტრუქტურებს’’, და ამას ხშირად შეცდომაში შეჰყავს პოლიტიკოსები.

,,მაგრამ პოლიტიკოსები, ხშირ შემთხვევაში ურწმუნოები ან მცირედ მორწმუნეები, ვერ ითვალისწინებენ ეკლესიის მთავარ ფაქტორს - ღმერთს. სწორად მან დაიცვა ეკლესია სტალინის ტერორისგანაც კი. ასე რომ, მას ვისაც უნდა ჩვენს ეკლესიასთან ბრძოლა, მოუწევს ამ ისტორიულ პერსონაჟსაც კი აჯობოს.’’

ბოლო ათი წლის მანძილძე ჩვენმა ეკლესიამ ბევრი რამ გადაიტანა ხელისუფლების მხრიდან. არც ერთი ადამიანი არ დასჯილა მორწმუნეების ცემისათვის, ლაპარაკი არც მაქვს შეურაცჰყოფასა და შეურაცყოფაზე. არავის არ აუნაზღაურებია მატერიალური ზარალი, რომელიც მოგვადგა რადიკალების მხრიდან. მაგრამ ჩვენი რწმენა - ჩვენი ძალაა. უფალი მუდამ გვეხმარება. შეხედეთ სტატისტიკას: იქ, სადაც ტაძრები წაგვართვეს, ადგილობრივმა მრევლმა ააშენა ახალი, კიდევ უკეთესი. წართმეულ ტაძრებზე კი ბოქლომები ჰკიდია – იქ არავინ ლოცულობს. ტაძრები სალოცავად კი არ წაგვართვეს, არამედ ღრმა პოლიტიკური პიარის გამო’’. - დააკონკრეტა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა.

შეგახსენებთ, უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში განზოგადებული შეფასება მისცეს მეუ-ს ,,სინოდის’’ მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი არ დაუშვან უმე-ს სახელის გადარქმევის გადაწყვეტილების შეცვლა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ