მიტროპოლიტი ათანასე-უმე-ს მორწმუნეებს: დაიცავით ერთგულება ონუფრისადმი
კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსმა გამოხატა სიყვარული და თანადგომა უმე-ს დევნული თემების მიმართ,მოუწოდა მორწმუნეებს შეინარჩუნონ ეკლესიის ერთგულება ონუფრის წინამძღოლობით.
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ლიმასოლსკის მიტროპოლიტმა ათანასემ მოუწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს ახსოვდეთ, რომ დევნა და სირთულე ადრე თუ გვიან დაიძლევა და მოუწოდა "ჩვენს ძმებს დარჩნენ ერთგულები ჩვენი ეკლესიისა და უკრაინის კანონიკური მიტროპოლიტის ონუფრის მიმართ."
ასეთი კომენტარი მისცა მჟკ კორესპოდენტს ეპისკოპოსმა ფილმის "ერთგულები: სიყვარულის ჰიმნი" ნახვის შემდეგ, რომელიც მოგითხრობს მორწმუნეების ბედზე სოფლებში: ბუტინი და კინახოვცი, რომლებმას დაკარგეს ორი ტაძარი, მაგრამ არ დაუკარგავთ ერთმანეთისადმი და თავისი მწყენინებლებისადმი სიყვარული.
" დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით ვაკვირდებით დევნას და ბრძოლას, რომელსაც ჩვენი მართლმადიდებელი ძმები-ქრისტიანები ეწევიან უკრაინაში, იცავენ რა თავის ჭეშმარიტ რწმენას და ერთგულებას მიტროპოლიტ ონუფრის კანონიკური ეკლესიის მიმართ,-განაცხადა მიტროპოლიტმა აფანასიმ. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანაგრძნობას, ჩვენს სიყვარულს და ჩვენს ლოცვებს, და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ძმებს დარჩნენ ჩვენი ეკლესიისა და უკრაინის კანონიკური მიტროპოლიტის ონუფრის ერთგულები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უფლის წყალობა დაეხმარება მათ, გააძლიერებს და ანუგეშებს მათ. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ ერთხელაც დევნა და სიძნელე იქნება დაძლეული და ქრისტეს ჭეშმარიტება და ეკლესიის კანონიკურობა გაბრწყინდება, უფლის სიტყვების თანახმად.
ეპისკოპოსმა უსურვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს ღვთის წყალობა და გაძლიერება სულიწმიდაში.
შეგახსენებთ, ადრე მიტროპოლიტი აფანასი კვიპროსის სხვა ეპისკოპოსებს შორის გამოვიდა არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის მიერ სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს მოხსენიების წინააღმდეგ.