ზორიამ ახსნა, რატომ არ სურს ფილარეტისგან მონანიება
ევსტრატი ზორიამ განაცხადა, რომ უმე(კ)-ს მეთაურს არ აქვს უფლება მეუ-ს ,,ეპისკოპოსებს'' მოსთხოვოს ერთგულების ფიცი.
,,პატრიარქ '' ფილარეტს არ აქვს უფლება მეუ-ს ,,იერარქები'' დაადანაშაულოს ფიცის გატეხვაში, რადგანაც თვითონ არის ფიცის გამტეხავი, აღნიშნა მეუ-ს სპიკერმა ივან (ევსტრატი) ზორიამ თავის Facebook გვერდზე.
მეუ-ს სპიკერმა კომენტარი გააკეთა ,, მიმართვა საეპისკოპოსო ფიცის დამრღვევებს'', რომელიც უმე(კ)-ს საი. ტზე გამოქვეყნდა 4 თებერვალს. ბოლო პუბლიკაციას ,,შეიძლება დავურთოთ პიროვნების გაორების ილუსტრაცია'', თვლის ევსტრატი ზორია.
მეუ-ს ,,იერარქმა'' მიანიშნა ფილარეტის განცხადება ,,საეპისკოპოსო ფიცის დამრღვევებს''- სა და დენისენკოს ეპისკოპოსად ქიროტონიის 59 წლისთავის ნიუსს შორის შეუსაბამობაზე. დენისენკომ ფიცი დადო რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიის სინოდზე მოსკოვის პატრიარქთან.
ზორიას უკვირს ის, რომ ფილარეტი სწორ საქციელად თვლის მისგან 1992 წელს დადებული ფიცის დარღვევას, მაგრამ მეუ-ს ,,იერარქებს'' ადანაშაულებს ფიცის გატეხვაში, რომელიც მათ დადეს 2019 წელს.
მართმადიდებლური ეკლესიოლოგია არ აღიარებს ერთ ადგილობრივ ეკლესიაში ორი წინამძღვრის არსებობას, გაიხსენა მეუ-ს სპიკერმა ამიტომაც დუმენკოს არჩევის შემდეგ ფილარეტმა დაკარგა თავისი ძალაუფლება.
მეუ-ს ,,არქიეპისკოპოსმა'' განაცხადა, რომ დენისენკო ,,იმყოფება წინააღმდეგობრივ პოზიციაში წინამძღვარსა და მეუ-ს საეპისკოპოსო საბჭოს შორის''. მეამბოხე პატრიაქი ეკუთვნის მეუ-ს, ,,თუნდაც ამის აღიარება არ სურდეს'', აღნიშნა ზორიამ.
ადრე მჟკ წერდა, ზორია დაადანაშაულეს ფილარეტის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.