ვატიკანმა რკე-ს სასულიერო პირებს ნება დართო აკურთხონ ჰომოსექსუალი წყვილები
ვატიკანში გეი-წყვილების „დალოცვა“ შეადარეს კურთხევას, რომელსაც ქუჩაში ადამიანები სთხოვენ შემთხვევით შემხვედრ მღვდელს.
დიკასტერიამ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის რწმენის სწავლებით, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც განმარტა, თუ კერძოდ რა სიტუაციებში შეიძლება ჰომოსექსუალური წყვილების დალოცვა.
ტექსტში, რომელიც დასათაურებულია “Fiducia supplicans” („ნდობის დამყარების მოწოდებისკენ“), დაშვებულია „ერთსქესიანთა წყვილების დალოცვა, მაგრამ ქორწინების ხილულობის შექმნის ან რაიმე რიტუალიზაციის გარეშე“. ამასთან, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში ხაზგასმულია, რომ მოცემული ნებართვა „აკურთხებს“ ჰომოსექსუალურ წყვილებს არ შეცვალონ „დოქტრინა ქორწინების შესახებ“, ხოლო თავად „კურთხევა არ ნიშნავს კავშირის მოწონებას“.
„როცა ორი ადამიანი ითხოვს კურთხევას, თუნდაც მათი მდგომარეობა, როგორც წყვილის წარმოადგენდეს „არაკანონიკურს“, ხელდასმულ სასულიერო პირს შეუზლია თანხმობის მიცემა. თუმცა, მოძღვარის სიახლოვის ეს ჟესტი უნდა გამორიცხავდეს ნებისმიერ ელემენტს, რომელიც შორეულად შეგვახსენებს საქორწინო რიტუალს“, - ნათქვამია “Fiducia supplicans” -ის დეკლარაციაში.
დოკუმენტში „განხილულია იმათი მისალმების შესაძლებლობაც, ვინც არ ცხოვრობს ქრისტიანული მორალური დოქტრინის ნორმების შესაბამისა, მაგრამ მორჩილებით ითხოვს კურთხევას“.
ამასთან დაკავშირებით დეკლარაცია „გულისხმობს რეალურ განვითარებას იმასთან შედარებით, რაზეც საუბარი იყო კურთხევაზე აქამდე, აღწევს რა ეს არასტანდარტულ სიტუაციებში წყვილების კურთხევისა და ოფიციალური დასტურის გარეშე მათი სტატუსის კურთხევის შესაძლებლობის გაგების ან რაიმე სახით ქორწინების შესახებ ეკლესიის მრავალწლიანი სწავლების ცვლილების გარეშე“.
რკე-ში აცხადებენ „რიტუალებისა და ლოცვების დაუშვებლობის შესახებ, რომელთაც შეუძლიათ შექმნან გაურკვევლობა იმას შორის, რაც წარმოადგენს ქორწინებას და იმათ შორის, რაც ეწინააღმდეგება მას“ და ხაზს უსვამს, რომ „ურყევი კათოლიკური დოქტრინის თანახმად კანონიერად ითვლება მხოლოდ სექსუალური ურთიერთობები მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინების კონტექსტში“.
ვატიკანში შეგვახსენეს, რომ „ეკლესიას არ აქვს უფლება ლიტურგიული კურთხევა მისცეს არარეგულარულ ან ერთსქესიან წყვილებს“. თუმცა, შემდეგ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ „ვინც ითხოვს კურთხევას, გვიჩვენებს, რომ საჭიროებს ღმერთის მხსნელ არსებოობას, გამოხატავს რა ღმერთის დახმარების თხოვნას იმაზე, რომ გახდეს უკეთესი“.
„თუ მათ განვიხილავთ სახალხო ღვთისმოსაობის თვალსაზრისით, კურთხევა უნდა შეფასდეს, როგორც ერთგულების აქტები“, ხოლო „იმათგან, ვინც ითხოვს კურთხევას, არ უნდა მოვითხოვოთ წინასწარი ზნეობრივი სრულყოფა“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
ვატიკანში ამტკიცებენ, რომ კურთხევის ეს სახე „ შეთავაზებულია ყველასთვის, არაფრის მოთხოვნის გარეშე, ეხმარება რა ადამიანებს იგრძნონ, რომ ისინი ჯერ კიდევ არიან კურთხეულნი, მიუხედავად მათი შეცდომებისა და რომ მათი ზეციერი მამა აგრძელებს მათთვის სიკეთის სურვებას და იმედოვნებს, რომ ისინი საბოლოო ჯამში, აღმოაჩენენ სიკეთეს“.
„ვატიკანში ჰომოსექსუალური წყვილების „კურთხევა“ შეადარეს კურთხევას, რომელსაც ადამიანები ითხოვენ ქუჩაში შემთხვევით გადაყრილი მღვდლისგან.
იქ წერენ, რომ „თუმცა კი არ უნდა დადგინდეს პროცედურები ან რიტუალი ასეთი შემთხვევებისთვის, ხელდასმულ მღვდელს შეუძლია შეუერთდეს იმათ ლოცვას, ვინც მართალია კავშირშია, რომელიც არ შეიძლება ქორწინებას შევადაროთ, სურს თავი უფალს და მის გულმოწყალებას მიანდოს, მოუწოდოს მას დახმარებისკენ და იყოს მისი სიყვარულისა და ჭეშმარიტების გეგმის გაგების მიმართ უფრო ინფორმირებული“.
ეს „კურთხევა“ არ უნდა გახდეს სავალდებულო ნორმა, აღინიშნება დეკლარაციაში, მაგრამ უნდა მოხდეს „პრაქტიკული განხილვა კონკრეტულ გარემოებებში“.
ასევე ნათქვამია, რომ „დალოცვილია წყვილი და არა კავშირი“ და „იკურთხება კანონიერი ურთიერთობა ორ ადამიანს შორის“, ხოლო „მოკლე ლოცვაში, რომელიც წინ უსწრებს სპონტანურ დალოცვას, ხელდასმულ მღვდელს შეუძლია ითხოვოს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, მოთმენის, დიალოგისა და ურთიერთგაგების სულისკვეთება, მაგრამ ასევე უფლის სინათლე და ძალა, რათა მათ სრულად შეძლონ მისი ნების აღსრულება“.
დაზუსტებულია, რომ „აურაზურის ან სკანდალის ნებისმიერი ფორმულის“ თავიდან ასაცილებლად, როცა ჰომოსექსუალ წყვილს ან წყვილებს „არასტანდარტულ სიტუაციაში“ (თანამცხოვრები - რედ.) ითხოვს „დალოცვას“, ის არასდროს არ უნდა შესრულდეს ღვთისმსახურების დროს ან ეკლესიურ ქორწინებასთან ერთად და „ასევე არ შეიძლება მოხდეს ქორწინებასთან დაკავშირებული სიტყვების, სამოსის ან ჟესტების გამოყენებით“.
დოკუმენტს ხელი მოაწერა კარდინალმა ვიქტორ ფერნანდესმა, რწმენის დოქტრინის სამმართველოს პრეფექტმა და პირდაპირ სანქცირებულ იქნა პაპი ფრანცისკეს მიერ.
ადრე, მჟკ წერდა იმას, რომ რკე-ს კარდინალის სიტყვებით, იერარქები, რომლებიც გამოდიან გეი-აღლუმების „კურთხევის“ მომხრედ, არ უნდა განისაჯოს.