რმე-მ განაცხადა იოანეს კანონიზაციისთვის მტკიცებულებების შეგროვების შესახებ
ფსკოვ- პეჩორის მიძინების სახელობის მონასტრის უხუცესი არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) უფალს 15 წლის წინ მიებარა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტმა ტიხონმა (შევკუნოვმა) განაცხადა წმინდანთა დასში არქიმანდრიტ იოანეს (კრესტიანკინის) აყვანის თაობაზე მტკიცებულებების შეგროვების შესახებ. ამის თაობაზე იერარქმა განაცხადა 2021 წლის 7 თებერვალს რუსული ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა ტაძრის დღესასწაულზე, გვატყობინებს ფსკოვ-პეჩერის მონასტრის პრეს-სამსახური Instagram - გვერდზე.
მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მამა იოანეს უფალთან წასვლის შემდეგ 15 წელი გავიდა და „ჩვენ უნდა მოვამზადოთ მასალები (დოკუმენტები, მტკიცებულებები) მამა იოანეს განდიდებისთვის. იქ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალი ინებებს“.
„მე, როგორ ფსკოვის უძლური, ცოდვილი და უღირსი მღვდელთავარი ვაცხადებ, რომ ჩვენ ვიწყებთ მტკიცებულებების შეგროვებას მამა იოანეს თაობაზე - მის კურთხეულ სულზე; მის ქადაგებებზე; მის ლოცვებზე; ზებუნებრივ მოვლენებზე, რომელიც მისი წარმომადგენლობით ხდებოდა, რომლის მოწმეებიც ვიყავით ჩვენ და ჩვენი სინდისი; რაც შეგვიძლია მომავლისთვის წარმოვიდგინოთ უფლის ნებით, რომ მამა იოანე წმინდანთა დასში ავიყვანოთ. ჩვენ ამაზე ვილოცებთ; ჩვენ ამას უფალს შევთხოვთ და ამას მივანდობთ უფლის მადლით მოსილ და სრულყოფილ ნებას“, -განაცხადა მეუ-ს იერარქმა.
არქმინადრიტი იოანე (კრესტიანკინი) - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე საპატივსაცემო ხუცესი XX საუკუნის ბოლოს -XXI საუკუნის დასაწყისში.
ის დაიბადა 1910 წლის 11 აპრილს ქალაქ ორიოლში მრავალშვილიან ოჯახში. ბიჭს სახელი დაარქვეს იოანე მეუდაბნოეს საპატივსაცემოდ, რომლის ხსენებაც ამ დღესაა. ის ბავშვობიდან დადიოდა ტაძარში, იყო ორლოვის მღვდელმთავრის სერაფიმეს (წმინდანთა დასში აყვანილ იქნა 2001 წელს) (ოსტროუმოვის) მორჩილებაში. 1945 წელს მოსკოვში ვაგანკოვის სასაფლაოს ტაძარში ის დიაკონის ხარისხში აიყვანეს, შემდეგ პატრიარქმა ალექსი I იზმაილის ქრისტეს შობის ტაძარში ის მღვლად აკურთხა. მან იქ 1950 წლამდე იმსახურა, სანამ ხელისუფლებამ ის არ დააპატიმრა ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით და არ გააგზავნა შვიდი წლით ბანაკში.
მამა იოანე დროზე ადრე 1955 წელს განთავისუფლდა. განთავისუფლების შემდეგ ის მსახურებისთვის ფსკოვის ეპარქიაში გააგზავნეს, შემდეგ გადაიყვანეს -რიაზანში. 1966 წელს პრესვიტერი იოანე ბერად აღიკვეცა, ხოლო 1967 წელს ის გახდა ფსკოვ-პეჩერის მონასტრის მიძინების ტაძრის მოსახლე, სადაც ის მსახურობდა აღსასრულამდე, 2006 წლის 5 თებერვლამდე.
ბოლო წლებში ასაკისა და ავადმყოფობის გამო მამა იოანეს არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო მასთან გასაუბრების მსურველები, თუმცა მონასტრის მისამართზე უამრავი წერილი მოდიოდა და მათგან ბევრს არქიმანდრიტი პირადად პასუხობდა. ზოგიერთი მათგანი გამოქვეყნდა კიდეც - გამოვიდა რამოდენიმე გამოცემა „არქიმანდრიტ იოანეს (კრესტიანკინის) წერილები“. ასევე ფართოდ გავრცელდა მისი ქადაგებების პუბლიკაციები და სხვა წიგნები, მათ შორის „აღსარების აგების გამოცდილება“.
შეგახსენებთ, ადრე მიტროპოლიტმა ტიხონმა (შევკუნოვმა) ივარაუდა, რომ ხუცეს იოანეს (კრესტიანკინის) ერთ-ერთ ქადაგებაში საუბარია კორონავირუსზე.