ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მთელ მსოფლიოში წამოწევს ლგბტ უფლებებს

09 February 2021 22:34
62
აშშ მთელ მსოფლიოში წამოწევს ლგბტ უფლებებს. ფოტო: christianheadlines აშშ მთელ მსოფლიოში წამოწევს ლგბტ უფლებებს. ფოტო: christianheadlines

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმყოფება ლგბტ-გაერთიანების უფლებებისთვის ბრძოლის პირველ ხაზზე.

2021 წლის 4 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია წამოწევს ლგბტ უფლებებს მთელ მსოფლიოში, იუწყება გამომცემლობა Christian Headlines.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ სურს აშშ-ის ლიდერობის „განმტკიცება ლგბტ საკითხებში საერთაშორისო დონეზე“.

ბაიდენის სიტყვებით, „მამაცი ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები, ტრანსსექსუალები, ჰომოსექსუალები და ინტერსექსუალები“ მთელ მსოფლიოში „იბრძვიან თანასწორობისთვის კანონის წინაშე, ძალადობისგან განთავისუფლებისთვის და მათი  ძირითადი ადამიანური უფლებების დაცვისთვის“.

„შეერთებული შტატები იმყოფება ამ ბრძოლის წინა ხაზზე, გამოდის და მტკიცედ იცავს ჩვენს ყველაზე სანუკვარ ღირებულებებს“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ დაასრულოს ძალადობა და დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, თვითგამოხატვის ან სქესობრივი მახასიათებლების საფუძველზე, აგრეთვე ჩვენი მაგალითით ვუხელმძღვანელოთ ლგბტ-ადამიანების უფლებების წამოწევის საქმეს მთელ მსოფლიოში“.

ბაიდენის გამოქვეყნებულ მემორანდუმში ნათქვამია, რომ აშშ-ს სხვადასხვა უწყებებმა უნდა განამტკიცონ ლგბტ საკითხებში ქვეყნის ლიდერობა მთელ მსოფლიოში.

საქმე ეხება ისეთ უწყებებს, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვაჭრობის სამინისტრო, შრომის სამინისტრო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო და ნაციონალური უშიშროების სამინისტროა.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ აშშ-ს სენატმა პირველად დაამტკიცა მინისტრის პოსტზე ღიად გეი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ