იუნესკომ ჩერნიგოვში ფერიცვალების ტაძარი დაცვის ქვეშ აიყვანა

15 December 2023 08:14
766
წმინდა ფერისცვალების ტაძარი ჩერნიგოვში. ფოტო: Википедия წმინდა ფერისცვალების ტაძარი ჩერნიგოვში. ფოტო: Википедия

საერთაშორისო კულტურულ ღირებულებათა ჩამონათვალს, რომლებიც დროებითი გაძლიერებული დაცვის ქვეშ არიან, ომის გამო კიდევ ხუთი ობიექტი მიემატა.

14 დეკემბერს იუნესკოს კომიტეტმა გააფართოვა კულტურულ ღირებულებეთა სია, რომლებიც სამხედრო კონფლიქტის გამო გაძლიერებული დაცვის ქვეშ არიან, ამ ჩამონათვალში მოხვდა ჩერნიგოვის ფერიცვალების ტაძარი. ამის შესახებ იუწყება კულტურის სამინისტრო.

ჩერნიგოვის ტაძრის გარდა, დაცვას ექვემდებარებიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც მდებარეობენ ოდესაში, ჩერნიგოვში, ლვოვისა და ზაკარპატიეს ოლქებში, მათ რიცხვშია კარპატის რეგიონის ხის ეკლესიები.

კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის  მინისტრის მოადგილემ ანასტასია ბონდარმა კომენტარი გააკეთა იუნესკოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ ობიექტთა ჩამონათვალის გაფართოვება სწორედ რფ-ის აგრესიის გამო ხდება.

„რუსეთმა სრულმსშტაბიანი შეჭრიდან, 10 000 რაკეტა და უპილოტო აპარატი გაუშვა უკრაინაში. ამის შედეგად  ქვეყანაში დაზიანდა ან  დაინგრა კულტურული ინფრასტრუქტურის 1700 ობიექტი და კულტურული მემკვიდრეობის 870-ზე მეტი ძეგლი. მჯერა, რომ იუნესკოსთან ერთობაში ჩვენ შევქმნით მხარდაჭერის მყარ წრეს, სადაც კულტურული მემკვიდრეობა უფრო მტკიცედ გაგვაერთიანებს, ვიდრე ნებისმიერი ძალა, რომელიც ჩვენ გაყოფას ცდილობს“, - განაცხადა ბონდარმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2023 წლის 14 დეკემბრის დილას ნაკრძალის «Чернігів стародавній»-ის  წარმომადგენლები, კომუფლაჟიანი ხალხის დაცვით, ჩერნიგოვში უმე-ს სამების ტაძარში შეიჭრნენ და არც ერთ მღვდელმსახურს არ უშვებდნენ შიგნით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ