თუ მეუ აღარ მიიტაცებს ტაძრებს, კონფლიქტებიც აღარ იქნება, - უმე-ს იერარქი

07 February 2021 00:01
27
მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა). ფოტო: news.church.ua მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა). ფოტო: news.church.ua

მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერა) «UA:Перший»-ს ეთერში მოუწოდა მეუ-ს აქტივისტებს არ შექმნან კონფლიქტები ტაძრების მიტაცებით, არამედ ააშენონ საკუთარი.

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების თავმჯდომარემ, ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერა) ტელეარხ «UA:Перший» პირდაპირ ეთერში განმარტა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიასთან კონფლიქტის მიზეზი იმით, რომ ეს უკანასკნელი საკუთარი ტაძრების მშენებლობის ნაცვლად ცდილობს უკვე არსებულის მიტაცებას.

„ის, ვინც თავს უწოდებს უკრაინის უწმინდეს ეკლესიას  ან უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიას, ან კიდევ სხვა რამეს, რატომღაც თვლის, რომ ღვთისმსახურების ჩასატარებლად და თავისი რელიგიური შეხადულებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია ვიღაცის ტაძრის მიტაცება, - თქვა მეუფე კლიმენტმა. კონფლიქტები, როგორც წესი, არის არა იმის გამო, რომ აიძულო ვინმე იყოს ამა თუ იმ კონფესიაში, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცას არ სურს საკუთარი სამლოცველოს ან ტაძრის აშენება,  თვლის, რომ უფრო მარტივია უკვე არსებულის წართმევა“.

იერარქმა განაცხადა, რომ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების უმრავლესობამ თავად ააშენა საკუთარი ტაძრები, ასევე უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის ახლადშექმნილი სამრევლოები. „გასაკვირია, რატომ არ განიხილება ასეთი პოზიცია, თუ არსებობს გაერთიანება, თუ ის ახლადშექმნილია, რომელიც არ არსებობდა ამ სოფელში, ააშენონ ტაძარი, როგორც ამას ჩვენი გაერთიანებების უმრავლესობა აკეთებდა, მაშინ არ იქნება არანაირი კონფლიქტი“, - დაასკვნა მეუფე კლიმენტმა.

როგორც მჟკ გვამცნობს, მიტროპოლიტი კლიმენტი: დრაბინკომ პირადად დაამტკიცა, რომ მეუ არ შეიძლება იყოს ეკლესია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ