ჩერნიგოვში ნიღბიანებმა სამების საკათედრო ტაძარი დაბლოკეს
ნაკრძალის წარმომადგენლები ტაძარში შევიდნენ და არც ერთი სასულიერო პირი არ შეუშვეს.
2023 წლის 14 დეკემბერს, დილით, ჩერნიგოვის უძველესი ნაკრძალის წარმომადგენლები, შევიდნენ ჩერნიგოვის უმე-ის სამების საკათედრო ტაძარში და არ შეუშვეს არც ერთი სასულიერო პირი. ამის შესახებ მჟკ-მ ჩერნიგოვის ეპარქიის მდივნის, დეკანოზ იგორ პიდანის ვიდეოდან შეიტყო.
„კულტურის სამინისტროსა და ნაკრძალის თანამშრომლები უცნობი სამხედროების თანხლებით, საბუთების გარეშე, შევიდნენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წმინდა ფეოდოსის, წმინდა ლავრენტისა და წმინდა ფილარეტ გუმილიოვის ნაწილებია დაბრძანებული. არავინ იცის იქ რას აკეთებენ. ეკლესიის წარმომადგენლებს შიგნით არ უშვებენ“, - განაცხადა მღვდელმა.
ის ჩართული კამერით ცდილობდა საკათედრო ტაძარში შესვლას, მაგრამ უცნობმა პირებმა მღვდელს გზა გადაუკეტეს და შიგნით შეღწევის საშუალება არ მისცეს. როდესაც დოკუმენტების წარდგენა სთხოვეს ან თუნდაც აეხსნათ, ვინ იყვნენ ისინი და რას აკეთებდნენ ტაძარში, პასუხი არავის გაუცია.
მჟკ წერდა, რომ კულტურის სამინისტროს სჭირდება ფული ჩერნიგოვში უმე-ის ეკლესიების „მუზეუმად გადაქცევისთვის“.