მეუ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს არ დაუშვან უმე-ს გადარქმევის გაუქმება

03 February 2021 16:20
16
ეპიფანე დუმენკო, პატრიარქი ბართლომე და პიოტრ პოროშენკო. ფოტო: vesti.ua ეპიფანე დუმენკო, პატრიარქი ბართლომე და პიოტრ პოროშენკო. ფოტო: vesti.ua

მეუ „სინოდმა“ და სერგეი დუმენკომ განაცხადეს, რომ ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ №2662 კანონის გაუქმებას, რომელიც ავალდებულებს უმე-ს სახელის გადარქმევას.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „სინოდმა“ თავისი სტრუქტურის საიტზე გამოაქვეყნა განცხადება 2018 წლის 20 დეკემბრის № 2662-VIII კანონის ირგვლივ სიტუაციის შესახებ, რომელივ უკანონოდ აიძულებს კანონიკურ უკრაინის  მართლმადიდებელ ეკლესიას შეიცვალოს დასახელება.

განცხადებაში გამოთქმულია „სერიუზული უკმაყოფილება“ უკრაინის  მართლმადიდებელი  ეკლესიის სახელის გადარქმევის ანტიეკლესიური კანონის შესაძლო გაუქმების გამო. უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიაში დარწმუნებულები არიან, რომ „საქმე ეხება პრორუსული მიმართულების პოლიტიკოსების, მოსკოვის საპატრიარქოს მომხრეების“ სასამართლოს „უშუალო მოსყიდვას ან სხვა კორუფციულ გავლენას“. თანაც ინფორმაციას ასეთი ბრალდებებისთვის  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „მღვდელმთავრები“ იღებენ რაღაც „ღია წყაროებიდან“.

სერგეი დუმენკო და „სინოდი“ თვლიან, რომ ჰიბრიდული აგრესორი თითქოს „იყენებს პირდაპირ ან ირიბ გავლენას ცალკეულ მოსამართლეებზე მათ მიერ იმ გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, რომლებიც ანგრევენ უკრაინის სახელმწიფო დამოუკიდებლობას“. როგორ უნდა დაანგრიოს უკრაინის დამოუკიდებლობა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელწოდების შენარჩუნებით, რომელიც მას აქვს 1990 წლიდან, უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიაში არ დაუზუსტებიათ.

განცხადებაში „სინოდალები“ უკრაინის  მართლმადიდებელ  ეკლესიას „უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიას“ უწოდებენ და განიცდიან, რომ მის  რელიგიურ ორგანიზაციებს „არ შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები ერთიან სახელმწიფო რეესტრში, არ შეუძლიათ რეესტრში მითითებული ხელმძღვანელების შეცვლა სხვებზე და ახალი რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრირება“.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს „სახელმწიფოს და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს ყურადღება მიაქციონ მითითებულ პოტენციურ მუქარებს და არ დაუშვან მათი განხორციელება“.

დასასრულს დუმენკომ და „იერარქებმა“ მოუწოდეს უკრაინის  მართლმადიდებელ ეკლესიას „არ დარჩნენ ძლიერთა იმედზე“, არამედ მიყვნენ ტომოსს და დაიწყონ უკრაინაში მართლმადიდებელ  ეკლესიასთან კონსტრუქციული დიალოგი.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კონსტიტუციურმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის შეცვლის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ