კს-ს უმე-ში ფილარეტის ჯანმრთელობაზე ფეიკის გავრცელებაში დაადანაშაულეს ზორია

04 February 2021 23:49
24
უმუ (კ)-ში ზორიას მოუწოდეს დაუბრუნდეს «სიმართლეს». ფოტო: focus.ua უმუ (კ)-ში ზორიას მოუწოდეს დაუბრუნდეს «სიმართლეს». ფოტო: focus.ua

„იერარქმა“ანდრია მარუცაკმა მოუწოდა ევსტრატე ზორიას ყური  უგდოს თავის სიტყვებს, რომლებსაც ის ლაპარაკობს ფილარეტზე კ.ს-ს უმე (კ), და არა მეუ-ს, სპიკერად ყოფნისას.

ლიკვიდირებულ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაადანაშაულეს უკრაინაში  მართლმადიდებელი  ეკლესიის „იერარქი“ ევსტრატე ზორია ე.წ. კიევის საპატრიარქოს „საზღვარგარეთის სამრევლოების საქმიანობაში უხეში ჩარევისა“  და „უწმინდესი პატრიარქის“ ფილარეტ დენისენკოს ჯანმრთელობაზე ფეიკების გავრცელების გამო.

ღია მიმართვაში, რომელიც გამოაქვეყნეს კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის Facebook-ზე სამშაბათს 2 თებერვალს, „არქიეპისკოპოსმა“ ანდრია მარუცაკმა წარუდგინა ზორიას პრეტენზიები იმის გამო, რომ ის უხეშად ერევა კიევის საპატრიარქოს საზღვარგარეთის სამრევლოების საქმიანობაში და „თესავს მტრობას სამღვდელოებასა და მორწმუნეებს შორის“.

„მოგიწოდებთ, მეუფე ევსტრატე, შეწყვიტოთ თვითნებური ქმედებები კიევის საპატრიარქოს სამრევლოების მისამართით, განსაკუთრებით კი აშშ-ში, სადაც მმართველი მღვდელმთავარი აქამდე კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის უწმინდესი პატრიარქი ფილარეტია, რომელსაც თქვენ, მეუფე, ბოლო დრომდე საჯაროდ უწოდებდით „ჩემ პატრიარქს“, - ხაზი გაუსვა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქმა“.

გარდა ამისა, მარუცაკმა მოუწოდა ზორიას „შეწყვიტოს აშკარად ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის თითქოს კრიტიკული მდგომარეობის შესახებ“.

 „გვინდა შეგახსენოთ თქვენივე სიტყვები, რომლებიც ცოტა ხნის დაწერეთ უწმინდესი პატრიარქის ფილარეტის კიევის კათედრაზე სამღვდელმთავრო მსახურების გამომცემლობის შესავალში: „სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, ვინც სამღვდელმთავრო ქიროტონიის წინ ხოტბას ასხამდა მეუფე ფილარეტს, ვინც მისი ხელიდან მიიღო სამღვდლო მსახურების მადლი, ახლა აღმოჩნდნენ მდევართა და მოწინააღმდეგეთა ბანაკში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და სიმართლეს გამოავლენს“. ყური უგდეთ საკუთარ სიტყვებს. დღეს ისინი ყველაზე  მეტად  მოწმობენ თქვენი  განდგომის შესახებ და წარმოადგენენ თქვენი მომავალი გზის არჩევის ორიენტირს“, - დაწერა „არქიეპისკოპოსმა“ მარუცაკმა და უსურვა ზორიას მივიდეს „ჭეშმარიტების ნამდვილ განცდამდე“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა,  უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს მიერ ფილარეტის დაბადების დღის მილოცვას კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაში საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენის ცრუ და ფარისევლური საქციელი უწოდეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ