თუ ფანარიონი არ შეცვლის ტაქტიკას,განხეთქილება გაღრმავდება,–რმე-ს სსუ უფროსი
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) იმედოვნებს, რომ საბოლოოდ არ მოხდება მართმადიდებლებს შორის განხეთქილება და ,, ჩვენი საერთო მართმადიდებლური ოჯახის აღდგენა მოხდება’’.
კონსტანტინოპოლის არაკანონიკური საქციელი უკვე ყველასათვის ცხადია, და თუ ის არ შეცვლის თავის ქმედებებს, განხეთქილება უფრო ღრმა გახდება. ეს განცხადება , მოსკოვის საპატრიარქოს სინოდალური დეპარტამენტის საგარეო საეკლესიო ურთიერთობების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონ ვოლოკოლამსკიმ (ალფეევი) , გააკეთა სერბული გამომცემლობა «Новости»- თან, რომელიც გამოქვეყნდა2021 წლის 31 იანვარს.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა კონსტანტინოპოლის მიტროპოლიტ ბართოლომეს საქციელს, რომელსაც პრეტენზია აქვს ,,აღმოსავლეთის პაპობაზე’’, საბოლოოდ ორად გაყოს მართმადიდებლობა, მოსკოვთან დაახლოებულ და კონსტანტინოპოლთან დაახლოებულ ეკლესიებად, მოსკოვის მართმადიდებლური ეკლესიის იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ გამყოფი ხაზი გადის მათ შორის ვისაც კანონის სწამს და ვინც არღვევს კანონს.
,,მართლაც, ბოლო წლებში პატრიარქი ბართოლომე არ გამოსულა მართმადიდებლებს შორის კოორდინატორად, როგორც მან ოდესღაც საკუთარ თავს უწოდა. ის იქცევა ისე, თითქოს მთელი ხელისუფლება მის ხელში იყოს და არავის წინაშე არ აგებდეს პასუხს, ის იქცევა როგორც ქრისტეს ეკლესიის მეთაური. ასეთი მიდრეკილება ხელისუფლებისადმი არ შეესაბამება მართმადიდებლურ სწავლებას. კონსტანტინოპოლის არაკანონიკური საქციელის მძიმე შედეგები უკვე ყველასთვის ნათელია, და თუ ის არ შეცვლის თავის საქციელს, განხეთქილება უფრო გაღრმავდება. გამყოფი ხაზი არ გადის მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის, არც ბერძნებსა და სლავებს შორის. ის ჰყოფს მორწმუნეებს და იერარქებს კანონის მორჩილებად და და მის დამრღვევებად’’.- უპასუხა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
დასკვნის გამოტანისას მიტროპოლიტმა იმედი გამოთქვა, რომ ,,ჩვენი საერთო მართმადიდებლური ოჯახის აღდგენა მოხდება’’.
ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტი ილარიონის სიტყვებით, პატრიარქი ბართოლომე დაგვპირდა რომ არ ჩაერეოდა უკრაინის საქმეებში და მოგვატყუა.