ექსპერტებმა მიუთითეს უმე-ს დისკრიმინაციაზე ახალ კანონპროექტში

02 February 2021 22:55
11
უკრაინის უზენაეს რადაში დარეგისტრირდა ახალი კანონპროექტი სასულიერო პირების შესახებ. ფოტო: timeforaction.in.ua უკრაინის უზენაეს რადაში დარეგისტრირდა ახალი კანონპროექტი სასულიერო პირების შესახებ. ფოტო: timeforaction.in.ua

კანონპროექტის „სამხედრო კაპელანობის სამსახურისთვის“ № 4626 შემუშავებისთვის მოიწვიეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, მაგრამ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის.

კანონის „სამხედრო კაპელანობის სამსახურისთვის“ № 4626 2021 წლის 22 იანვრის პროექტი, რეგისტრირებული უკრაინის უმაღლეს რადაში, ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც რჩებიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულები. ამის შესახებ ლაპარაკობენ რელიგიური ექსპერტები, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

საკანონმდებელო ინიციატივის ავტორები არიან ფრაქციების «Голос», «ЕС», «Слуга народа» და სხვ. დეპუტატები. კანონპროექტის განხორციელებისთვის მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, მაგრამ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის. ექსპერტთა წრეში ეს განმარტეს კანონპროექტის მთავარი ინიციატორის, სახალხო დეპუტატის რომან კოსტენკოს კონფესიური განწყობით, „რომელიც დგას პოზიციაზე არ დაუშვას, რომ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა  სულიერი მზრუნველობა  განახორციელონ უკრაინის სამხედრო ფორმირებების იმ მოსამსახურეებზე, ვინც  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულია“.

ახალი კანონპროექტის ანალიზმა აჩვენა, რომ მასში სახელმწიფოს პოლიკონფესიონალობის მინიშნებისა და „ყველა სარწმუნოების წარმომადგენლების თანასწორობის <...> მათი რელიგიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში“  გარდა, არის რიგი დისკრიმინაციული დებულებებისა  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ.

ასე მაგალითად, სტ.6 „კონფესიათაშორისი რჩევები სამხედრო კაპელანობის საკითხებში“ აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონფესიათაშორის საბჭოში შედიან იმ ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების ნდობით აღჭურვილი პირები, რომელთა მღვდლები უკვე სამხედრო კაპელანების მაღალ თანამდებობებზე არიან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, ნაციონალურ გვარდიაში და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში.

ეს დებულება, იმის გათვალისწინებით, რომ უკრძალავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს განახორციელონ სასულიერო მზრუნველობა და, შესაბამისად, არ უშვებს მათ სამხედრო კაპელანების თანამდებობებზე, ავტომატურად ართმევს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას უფლებას მონაწილეობა მიიღოს კონფესიათაშორის საბჭოებში. ამასთან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამღვდლო მზრუნველობის საბჭოს წევრები მისი არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში.

რელიგიურმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კაპელანობის კანონის ეს პროექტი მხოლოდ აღრმავებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დისკრიმინაციის პრობლემას - უკრაინის სამხედრო ფორმირებების მოსამსახურეების, სამღვდლო ზრუნვის უფლება მათი ეკლესიის მღვდელმსახურთა მხრიდან და, შესაბამისად, მოქალაქეთა თანასწორობის კონსტიტუციური უფლებით უზრუნველყოფა, მიუხედავად მათი რელიგიური შეხედულებისა.

„ამ კანონპროექტის მიღება კიდევ უფრო  გააძლიერებს დაძაბულობას საზოგადოების კონფესიათაშორის ურთიერთობებში, გამოიწვევს კონფესიათაშორის წინააღმდეგობის გამწვავებას და მტრულ დამოკიდებულებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მიმართ. კონფესიური განწყობის აღნიშნული გამოვლინებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ სრულიად გამორიცხავენ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის შესაძლებლობას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა მხრიდან“, - დაასკვნეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური განყოფილების უფროსმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და სხვა სამხედრო ფორმირებებთან ურთიერთობის საკითხებში, ბელოცერკოვსკისა და ბოგუსლავსკის მიტროპოლიტმა ავგუსტინმა (მარკევიჩი) განაცხადა, რომ ჯარში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრთა უფლებების დარღვევა სახელმწიფოებრიობის თვალსასრისით არაგონივრულია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ