ისრაელმა გაანადგურა ღაზას უდიდესი მეჩეთი
პალესტინელების თქმით, ღაზაში ისრაელმა უკვე გაანადგურა 104 მეჩეთი და სამი ქრისტიანული ეკლესია.
2023 წლის 8 დეკემბერს ისრაელმა გაანადგურა ღაზას უდიდესი მეჩეთი, უძველესი რეგიონში, იუწყება swissinfo ჰამასის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჰამასმა მას "საზიზღარი, ბარბაროსული დანაშაული" უწოდა. პალესტინელების თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან ისრაელმა ორ თვეში „გაანადგურა 104 მეჩეთი და სამი ისტორიული ეკლესია“. ომში 17 ათასი პალესტინელი დაიღუპა.
დიდი მეჩეთი, რომელიც ასახულია ვიდეოში, აშენებულია 1344 წელს.
თავდაპირველად, ამ ადგილზე იდგა წარმართული ტაძარი, რომელიც ეძღვნებოდა სიმრავლის ღმერთს, დაგონს. V საუკუნეში იგი გადაკეთდა ქრისტიანულ ეკლესიად. VII საუკუნეში ეკლესია სასანელმა სპარსელებმა დაანგრიეს და მეჩეთად გადააკეთეს.
მჟკ წერდა, რომ ისრაელი ღასას სექტორს ბომბავს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით - ,,სახარება’’.