უმე-ს იერარქმა კომენტარი გააკეთა ლგბტ ლიტერატურაზე საბავშვო ბიბლიოთეკებში

02 February 2021 20:07
15
ბარიშევსკის ეპისკოპოსი ვიქტორი. ფოტო: facebook-страница епископа Виктора ბარიშევსკის ეპისკოპოსი ვიქტორი. ფოტო: facebook-страница епископа Виктора

ერთსქესიან ურთიერთობებზე წიგნს ჩვენ ვეცნობით უკრაინელთა ტრადიციული ღირებულებების პრიზმაში, ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა).

კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა  ვიქტორმა (კოცაბა) კომენტარი გააკეთა სიახლეზე, რომელიც ეხება  საბავშვო ბიბლიოთეკებისთვის ლგბტ ურთიერთობების აშკარა პროპაგანდის შემცველი წიგნების შეძენას. 

„ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედია სივრცეში შეიჭრა სიახლე იმის შესახებ, რომ უკრაინის კულტურის სამინისტრომ და „უკრაინის წიგნის ინსტიტუტმა“ ბიუჯეტის სახსრებიდან დახარჯეს 666 ათასი გრივნა ბავშვებისთვის წიგნების შეძენაზე, რომლებიც ლგბტ ურთიერთობების აშკარა პროპაგანდას შეიცავენ, - დაწერა იერარქმა თავის საავტორო ბლოგში საიტზე „მე - კორესპონდენტი“. - უკრაინელი მოხელეების მტკიცებით, კომიქსი „პრინცესა+პრინცესა: დიდხანს და ბედნიერად“ მოწოდებულია ადამიანთა შორის „სტერეოტიპული წარმოდგენების“ გადასალახავად“.

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში „სტერეოტიპულ წარმოდგენებში“ უნდა ვიგულისხმოთ პოზიცია, რომელიც არ ხედავს ერთსქესიანთა ურთიერთობებში მორალურ და რაციონალურ განმარტებას, „რაც ნათლად იკვეთება წმინდა წერილში და ტრადიციულია უკრაინელი ხალხისთვის“.

მან ხაზი გაუსვა, რომ საბავშვო ბიბლიოთეკებში მსგავსი ლიტერატურის გამოჩენის ინიციატორები იყენებენ სიტყვა „სტერეოტიპულს“ იმისთვის, რომ აჩვენონ: ლგბტ ურთიერთობების ნებისმიერი პროპაგანდის ალტერნატივა ნეგატიურ ხასიათს ატარებს. თუმცა, დაამატა მან, „სტერეოტიპი“ ყოველთვის ნეგატივზე არ მეტყველებს, ხშირ შემთხვევებში „ეს სიტყვა შეიძლება სამართლიანად იყოს სიტყვა „ტრადიციის“ სინონომი.

„ამიტომ ერთსქესიანთა ურთიერთობებზე წიგნს ჩვენ აღვიქვამთ, ძირითადად, უკრაინელთა ტრადიციულ ღირებულებებთან ბრძოლის პრიზმაში, - განმარტა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა. - ამ კონტექსტში, იმის „გადალახვის“ მცდელობა, რაც საუკუნეთა  განმავლობაში ნორმალურად ითვლებოდა, ერთმნიშვნელოვნად აიხსნება როგორც  უცხო ქცევის ნორმების თავს მოხვევა ჩვენთვის. ეს მოძრაობა  მითუმეტეს საშიშია, ვინაიდან მიმართულია ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ სწავლობენ სამყაროს აღქმას და თავისი ადგილის პოვნას მასში. ასეთი წიგნების გამოჩენა გამოიყურება ამ ჭრილში როგორც მსოფლიოს  ქრისტიანობისთვის უცხო მსოფლმხედველობის თანდათანობითი ჩამოყალიბება და აგრეთვე განაწყობს ადამიანს იმ ყველაფრის მიუღებლობისთვის, რაც ჩვენი ხალხის ათასწლოვანი კულტურით არის ნაკარნახევი“.

სასულიერო პირის აზრით, რომელიც არ შეეხო ასეთი ლიტერატურის ისედაც „სრულიად აშკარა“ მორალურ ასპექტებს, მსოფლიოსთვის ამგვარი წარმოდგენის თავს მოხვევა არ შეიძლება აიხსნას არანაირი რაციონალური ან პრაგმატული მოსაზრებებით.

„ადამიანი იბადება მისთვის დამახასიათებელი სქესობრივი თვისებებით, რომლებიც  განისაზღვრება არა აღზრდითა და მსოფლმხედველობით, არამედ მთლიანად ბიოლოგიური ფაქტორებით. და ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ეს მარტივი ჭეშმარიტება. თუმცა საშიში ეს კი არ არის, არამედ ის, რომ ეს ხალხი ცდილობს თავისი ხედვა  სხვებს მოახვიონ“, - დაასრულა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა).

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინის მთავრობა ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ