ტაძრებს იტაცებენ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე,ხმელნიცკის იურისტი
იურისტმა ისაუბრა სირთულეებზე, რაც წინ ეღობებათ ხმელნიცკის ეპარქიის მეუ-ს სამრევლო თემიდან უმე-ში უკანონოდ "გადაყვანილ" დაზარალებულებს თავისი უფლებების დაცვაში.
ხმელნიცკის ეპარქიაშო უმე-ს მომხრეები უკანონოდ ითვისებენ მეუ-ს ტაძრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამაზე ეპარქიის იურისტი იაროსლავ პასეჩნიკი უყვება კომენტარებში "პერში კოზაცკის".
2019 წლის დასაწყისიდან, როდესაც უკრაინაში მიიღეს რელიგიური თემის სხვა კონფესიაში გადასვლის გამარტივებული პროცედურის შესახებ კანონი, ხმელნიცკის ოლქში ძალდატანებით "გადაიყვანეს" და ხელახლა დაარეგისტრირეს უმე-ში მეუ-ს დაახლოებით 10 სამრევლო თემი, იტყობინება იურისტი.
"ორი წელი გრძელდებოდა ჩვენთან სასამართლოები. <...> იმ დროს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ეკონომიკური საკითხებია, ამიტომ ჩვენ მივმართეთ ქალაქ კიევის საარბიტრაჟო სასამართლოს. გაიმართა და ფაქტიურად ყველა ამ საქმეში იქნა მიღებული გადაწყვეტილება უმე-ს თემის სასარგებლოდ. ე.ი. გადაწყდა, რომ სხდომები ჩატარდა დარღვევებით, არ იყო დაცული მეუ-ს რელიგიური თემების დებულებები. სასამართლომ გადადო ადმინისტრაციის ხელახლა დარეგისტრირების განკარგულება მეუ-ს სასარგებლოდ, რამდენადაც უმეტეს შემთხვევაში ასეთ შეკრებებს ატარებდნენ უბრალოდ სოფლის მაცხოვრებლები და ძალიან ხშირად- არამართლმადიდებლური სარწმუნოების,- განაცხადა იაროსლავ პასეჩნიკმა.
შემდეგ, განმარტა მან, ეს სასამართლო გადაწყვეტილებები გადაეცემოდა სააპელაციო სასამართლოს და, მათი ნაწილი ზოგიერთი პოლიტიკური ფაქტორის ზეგავლენით გააუქმეს, ზოგი- "გადასცეს უზენაეს სასამართლოს, სადაც მათ დღემდე განიხილავენ. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 16 თებერვალს უნდა დაადგინოს ასეთი დავების იურისდიქცია, ე.ი. სწორად მოვმართეთ თუ არა საარბიტრაჟო სასამართლოს, თუ უნდა მოვმართოთ გენერალურ სასამართლოს რელიგიური თემის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით."
ამასთან, ხმელნიცკის ეპარქიის იურისტმა განაცხადა, ბოლო დღეებში მეუ-ს მომხრეებმა, რომლებსაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, არ დაელოდნენ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, ჩამოხსნეს საკეტები და ფაქტიურად მიიტაცეს ტაძრები სოფლებში გალუზინცი დერაჟნიას რაიონში, სოფლებში ლისოგორკა და სტავნიცა ლეტიჩევის რაიონში.
"შედარებით უხეში დარღვევა იყო, როდესაც ლისოგორკის ტაძრის წინამძღვარი ატარებდა წირვას ნათლისღების წინ, ა.წ. 18 იანვარს, და ამ დროს უმიზეზოდ შეამტვრიეს კარები და ხელთ იგდეს ტაძარი,- აღნიშნა პასეჩნიკმა. -შემდეგ მათ უბრალოდ უთხრეს მღვდელს, რომ ტაძარი უკვე მათია, და ეს იმ დროს, როდესაც საქმე ხმელნიცკის სააპელაციო სასამართლოში დევს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას, სამწუხაროდ, უმე-ს მომხრეები, რომლებიც უმცირესობაშია, არ დაელოდნენ და დაეპატრონენ ეკლესიას."
მან ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველებს და ხმელნიცკის ეპარქიის უმე-ს მღვდელმსახურებს კანონის იმედი აქვთ და აგრძელებენ მოქმედებას მხოლოდ იურიდიულ სფეროში. თუმცა, მისი სიტყვებით, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი საეკლესიო ორგანიზაციების საკითხებში ბოლო 2 წლის განმავლობაში გვაჩვენებს, რომ მთლიანობაში სიტუაცია რთულია: სამართლებრივ დონეზე და უზენაესი სასამართლოს დონეზე დღემდე არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომელმა სასამართლომ უნდა დაიცვას რელიგიური ორგანიზაციის წევრების უფლებები.
"მაგრამ დრო მიდის, და მრევლს საშუალება არა აქვს ილოცოს თავის ტაძარში,- დაამატა მან. -შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც იურისდიქციის (სასამართლოს,-რედ.) საკითხი დადგა პირველ ადგილზე, და სასამართლოები საკმაოდ ხშირად უბრალოდ უარს ამბობენ, თვლიან, რომ მრევლი იმ სასამართლოს არ მიმართავს. თუმცა არის ევროპული სასამართლო პრაქტიკა ადამიანის უფლებებზე, სადაც იურისდიქციის საკითხი არ უნდა ახდენდეს გავლენას და არღვევდეს იმ პირების უფლებებს, ვინც სასამართლოს მიმართავს."
ასევე ხმელნიცკის უმე-ს ეპარქიის იურისტმა მიუთითა სირთულეებზე უმე-ს ახალი სამრევლოს რეგისტრაციისას თანახმად კანონისა ეკლესიის სახელის იძულებით გადარქმევის შესახებ, რომელზეც მიუთითებენ ჩინოვნიკები, "და ჯერჯერობით ბევრი სამრევლო თემი იძულებულია იმოქმედოს იურიდიული პირის სტატუსის გარეშე."
"ახლა ეკლესია ელოდება კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელწოდების გადარქმევის შესახებ კანონთან დაკავშირებით- აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება აიძულოს იურიდიული პირი, ეკლესია, რომელიც შედგება მრავალი ათასი სამრევლოსგან, შეცვალოს თავისი სახელწოდება. თუ იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომ ეს კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას, უმე-ს რელიგიური თემები შესძლებენ დარეგისტრირდნენ და იმოქმედონ უმე-ს დადგენილების და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,"-განაცხადა იაროსლავ პასეჩნიკმა.
შეგახსენებთ, ადრე უმე-ს იურიდიული განყოფილება იუწყებოდა ჩინოვნიკების მხრიდან ადგილზე სამრევლოს და უმე-ს მღვდელმსახურების შესახებ ინფორმაციის არაკანონიერ შეგროვებაზე. დაწვრილებით მღვდელმსახურებისთვის დასმულ შეკითხვებზე ისაუბრეს ზაპოროჟიეს ეპარქიაში.