ლავრაში პოლიციელმა ხელი ჰკრა ბერს, როდესაც მისთვის საჭმლის მიწოდებას ცდილობდნენ
პოლიციის თანამშრომელმა არ მისცა უფლება, რომ საკვები გადაეცათ ლავრის 58-ე კორპუსში მყოფ უმე-ს მორწმუნეთათვის, ამის მერე მან უხეშად ხელი ჰკრა არქიმანდრიტ ბარნაბას, რომელიც პროდუქტების წასაღებად გამოვიდა.
2023 წლის 8 დეკემბერს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ძალა გამოიყენა არქიმანდრიტ ბარნაბას მიმართ, რომ მას არ წაეღო საკვები მონასტრის 58-ე კორპუსში მცხოვრები უმე-ს მორწმუნეთათვის. კადრები, სადაც პოლიციელი თავს ესხმის მამა ბარნაბას გამოაქვეყნა Telegram-არხმა «Лавра Сейчас».
ვიდეოზე ჩანს, რომ სამართალდამცავები არ უშვებენ კაცს კორპუსში პროდუქტების გადასაცემად, ამასთან ერთად ისინი სახეს მალავენ, რომ კამერაში არ გამოჩნდნენ.
მოგვიანებით მათთან მამა ბარნაბა ჩავიდა, რომელიც საჭმლის წაღებას ცდილობდა. თუმცა ერთ-ერთმა პოლიციელმა ბერი უხეშად შეაგდო ისევ კორპუსში და მას ტელეფონი წაართვა.
„ან გამოდით, ან შედით“, - რამდენჯერმე გაღიზიანებულად გაიმეორა სამართალდამცავმა და მღვდელმსახურს პროდუქტები წაართვა.
კიევ-პეჩერის ლავრის ერთ-ერთი ბინადარი მჟკ-ს უყვებოდა, რომ თავდამსხმელი პოლიციელი არის ვალენტინი, პოლიციის თანამშრომელთა ცვლის უფროსი, რომლებიც ლავრის ტერიტორიაზე მორიგეობენ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ლავრაში პოლიცია კრძალავს საკვებისა და წყლის გადაცემას იმ ხალხისთვის, ვინც დალუქულ კორპუსში იმყოფება.