უმე-ს მღვდელმსახური ვინიცაში: მეუ-ში გადასვლა - სამშობლოს ღალატია

31 January 2021 23:20
22
დეკანოზი ვლადიმერ ტუნენკო. ფოტო: скриншот с Youtube-канала Винницкой епархии УПЦ. დეკანოზი ვლადიმერ ტუნენკო. ფოტო: скриншот с Youtube-канала Винницкой епархии УПЦ.

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა ლუკა ყირიმელის სახელობის ტაძრის აბატი ვინიცაში ყვება,რომ მისი მრევლის უმრავლესობისათვის მეუ არის საკუთარი ქვეყნის ღალატი.

დეკანოზი ვლადიმერ ტუნენკო, უმე-ს წმინდა ლუკას სახელობის ტაძრის აბატი ვინიცაში ყვება, რომ მის ტაძარში საკითხი არც დამდგარა მეუ-ში გადასვლაზე, თვითონ მრევლმა ახალი რელიგიური ორგანიზაციის შექმნის ფაქტი მიიღო როგორც ეკლესიის, რწმენის ღალატი და მშობლების ღალატს შეადარა. ამის შესახებ დიაკონმა ვინიცის ეპარქიის Youtube არხზე განაცხადა.

მამა ვლადიმირის სიტყვებით მეუ-ში გადასვლის საკითხი არც კი დამდგარა: ,, ჩვენ ყველა შევკრიბეთ და ერთი-ოროლა ადამიანი წავიდა ამა თუ იმ მიზეზით. ყველა დანარჩენმა ერთხმად აღიარა, რომ არ აპირებდნენ რწმენის შეცვლას’’.

უმე-ს წმინდა ლუკას სახელობის ტაძრის აბატი ყვება, რომ ვინიცაში იყო რამდენიმე მღვდელმსახური, რომლებიც ორჭოფობდნენ იყო თუ არა ასეთი საქციელი კანონიკური, მაგრამ მათი მრევლი იმდენად მტკიცედ იდგა თავის აზრზე, რომ განვრცობაც არ მომხდარა ამ ამბის.

,, მე ვიცი ეკლესიები ქალაქში, რომლებშიც მრევლმა შეინარჩუნა მღვდელმსახურები. მღვდელი ფიქრობდა კანონიკურია თუ არა ეს საქციელი, მაგრამ ხალხმა თქვა არა. აქ ყველასთვის ცხადი იყო, რომ მეუ-ში გადასვლა საკუთარი ეკლესიის ღალატს უდრიდა’’, - დააკონკრეტა აბატმა.

როგორც მჟკ - მ გვამცნო, მიტროპოლიტმა ბარსონოფემ შეგვახსენა, რომ შოსტაცკი უმე-ზე ლაპარაკობდა 2014 წელს.

 

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ