ისრაელი ღაზას ბომბავს ხელოვნური ინტელექტის სისტემა „სახარების“ გამოყენებით

03 December 2023 15:20
2966
ღაზას სექტორის დაბომბვა. ფოტო: Атеф Сафади/EPA ღაზას სექტორის დაბომბვა. ფოტო: Атеф Сафади/EPA

ისრაელმა ყველაზე მოწინავე სამხედრო სისტემას, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, "სახარება" უწოდა.

ისრაელი იყენებს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას სახელწოდებით „სახარება“ ღაზას დასაბომბად, რომელმაც თვეში 15 ათასზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, წერს The Guardian.

გამოცემა ირწმუნება, რომ „სახარებას“ ცახალი იყენებს სარაკეტო დარტყმის სამიზნეების დასადგენად.

„არაერთმა წყარომ, რომელიც იცნობს ცახალის სამიზნე პროცესებს, დაადასტურა ,,სახარების’’ არსებობა და განაცხადეს, რომ იგი გამოიყენებოდა ავტომატური რეკომენდაციების გასაცემად თავდასხმებისთვის ისეთ სამიზნეებზე, როგორიცაა ჰამასის წევრობაში ეჭვმიტანილი ადამიანების კერძო სახლები“, წერს The Guardian.

გამოცემის წყაროების თანახმად, „ისეთმა სისტემებმა, როგორიც ,,სახარებაა’’, გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ადამიანების სიების შედგენაში, რომლებიც უნდა მოეკლათ“.

წყაროები ამბობენ, რომ ჰამასის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის უუნარობის გამო, ისრაელი კლავს უმცროსი ბოევიკების დიდ რაოდენობას მათ სახლებზე დამიზნებით.

”ეს ბევრი სახლია”, - თქვა წყარომ. „ჰამასის წევრები, რომლებიც რეალურად არაფერს წარმოადგენენ, ცხოვრობენ სახლებში მთელი ღაზას ტერიტორიაზე. ასე რომ, ისინი (ისრაელი - რედ.) აღნიშნავენ სახლს, ბომბავენ და კლავენ ყველას, ვინც იქ ცხოვრობს“.

ცალკეულმა წყარომ განუცხადა გამოცემას, რომ ,,სახარებამ’’ ცახალს საშუალება მისცა აემუშავებინა "მასობრივი მკვლელობის ქარხანა", რომელიც "ხაზს უსვამს რაოდენობას და არა ხარისხს".

გავიხსენოთ, რომ სახარება ძველი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „სასიხარულო ამბავი“.

მჟკ წერდა, რომ იერუსალიმის ეკლესიამ დაგმო ისრაელის მიერ ღაზაში მართლმადიდებლური ცენტრის დაბომბვა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ