თურქმა ისტორიკოსმა განაცხადა პროამერიკული ფანარიონის ქმედებების საფრთხეზე

22 January 2021 13:00
13
მეჰმედ ფრინჩექი საერთაშორისო მედიაპროექტის ,,ხალხის '' ეთერში ტელეარხ ,, 112 უკრაინაში ''. ფოტო: скриншот видео 112.ua მეჰმედ ფრინჩექი საერთაშორისო მედიაპროექტის ,,ხალხის '' ეთერში ტელეარხ ,, 112 უკრაინაში ''. ფოტო: скриншот видео 112.ua

მეჰმედ ფრინჩექის აზრით, რელიგიური ჩარჩოებიდან გამოსული ფანარიონის მოღვაწეობა არამარტო მართლმადიდებლების ინტერესებს არ გამოხატავს, საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასაც.

ფანარიონი და პატრიარქი ბართლომე, რომლების ოფიციალურად ემორჩილებიან თურქეთის სახელმწიფოს, სინამდვილეში აშშ და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს(ცსს) კონტროლის ქვეშ იმყოფებიან და მათი მოღვაწეობა დიდი საფრთხის შემცველია რეგიონის მშვიდობისათვის. ამის შესახებ თურქმა ისტორიკოსმა, პოლიტოლოგმა მეჰმედ ფრინჩექმა განაცხადა საერთაშორისო მედიაპროექტის ,,ხალხის '' ეთერში ტელეარხ ,, 112 უკრაინაში '' .

"ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ პატრიარქის ქმედებები (კონსტანტინეპოლის,-რედ.)-არ ასახავს თურქეთის სახელმწიფოს ნებას.-ეს საპატრიარქო, ბართლომე და სხვა პირები, იმყოფებიან აშშ სრული კონტროლის ქვეშ, ცსს-კონტროლის ქვეშ. მათ ძალიან ახლო კავშირები აქვთ ცსს-თან და ასევე ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციასთან. შეიძლება თქვენ გსმენიათ, ფეთჰულაჰ გიულენი, ისინი გამოდიან თურქეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ხუთი წლის წინ ორგანიზება გაუკეთეს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებას. ამიტომ ფანარიონის პატრიარქი არასდროს გამოხატავს თურქეთის და თურქი ხალხის ნებას."

ექსპერტის სიტყვებით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის მოღვაწეობა გაცდა რელიგიურ ჩარჩოებს და შეუძლია დააზიანოს თურქეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რამდენადაც "ოფიციალურად ეს საპატრიარქო ემორჩილება თურქეთის სახელმწიფოს, თუმცა ისინი ასრულებენ აშშ-ს მითითებებს და არა თურქეთის სახელმწიფოს და თურქი ხალხის, ასევე თურქეთის მართლმადიდებლებისაც".

"ისინი გაატარებენ სუფთა პროამერიკულ პოლიტიკას,რომელიც ეწინააღმდეგება არამარტო თურქეთის მართლმადიდებლების ინტერესებს, არამედ სხვა მართლმადიდებელი ადამიანების მთელ მსოფლიოში. ამიტომ პატრიარქ ბართლომეს ჩარევა სხვა სახელმწიფოებისა და ქვეყნების შიდა საქმეებში - შეუძლებელია მივიღოთ როგორც მეგობრული დამოკიდებულება თურქეთთან. ამიტომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ მთელი ეს ქმედება მიიღონ როგორც თურქეთის ქმედება, მაგრამ ეს დააიზანებს თურქეთის ურთიერთობას უკრაინასთან ან რუსეთთან და ა.შ., ამიტომ მე ვთვლი, რომ ამ პატრიარქის ასეთი ქმედება საშიშია მშვიდობისათვის ჩვენს რეგიონში", აღნიშნა მეჰმედ ფრინჩექმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი დაპირდა პატრიარქ ბართლომეს მეუ-ს სრულ მხარდაჭერას, რომელშიც გათვალისწინებულია უმე-ს კანონიკური ეკლესიებიდან "გადაყვანა".

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ