შმიგალმა მოილაპარაკა ბართლომესთან მეუ-ში უმე-ს ტაძრების გადაყვანაზე,- წყარო
უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი დაპირდა პატრიარქ ბართლომეს მეუ-ს სრულ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, რომელშიც გათვალისწინებულია უმე-ს კანონიკური ტაძრების "გადაყვანა".
უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის პატრიარქ ბართლომესთან შეხვედრის დროს, რომელიც შედგა სტამბულში 2020 წლის 30 ნოემბერს, უკრაინელმა ჩინოვნიკმა პირობა მისცა ფანარიონის მეთაურს მეუ-ს სრულ მხარდაჭერაში, -იტყობინება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წყარო ხელისუფლების მეთაურის გარემოცვაში.
გეგმით გათვალისწინებულია კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებისა და სამრევლოების "გადასვლა" მეუ-ში, ასევე ამ სტრუქტურის ადმინისტრაციული მხარდაჭერის სრული სპექტრი სახელმწიფოს მხრიდან. წყაროს მტკიცებით, დენის შმიგალმა განუცხადა პატრიარქ ბართლომეს, რომ აღნიშნულ საქმიანობას კურირებას პირადად გაუწევს.
ამ საქმის ძირითადი შემსრულებელი იქნება მინისტრთა კაბინეტის სამდივნოსთან არსებული ახლად შექმნილი ეთნონაციონალური პოლიტიკის და რელიგიის საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი ანდრეი იურაში, რომელსაც თავისი შვილის , სახალხო დეპუტატის "ხალხის სამსახურში" სვიატოსლავ იურაშის მეშვეობით, განზრახული აქვს გაატაროს უმაღლეს რადაში საკანონმდებლო ინიციატივები, მიმართული მეუ-ს პოზიციების გასამყარებლად.
ასევე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის წყარო ამტკიცებს, რომ ვლადიმერ ზელენსკი დისტანცირდება აღნიშნული საქმიანობისგან, ვინაიდან უფრთხის დაკარგოს ელექტორატში სამომავლო პოზიციები.
შეგახსენებთ, რომ ადრე დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მეუ სახელმწიფოს სანდო პარტნიორია და მას ენიჭება სრული იურიდიული და ეკონომიკური მხარდაჭერა.