ბაიდენი პატრიარქ ბართლომეს ქრისტედ თვლის, – ფანარიონის სასულიერო პირი

21 January 2021 01:00
19
ჯო ბაიდენი და ფანარიონის მეთაური. ფოტო: hurriyet.com.tr ჯო ბაიდენი და ფანარიონის მეთაური. ფოტო: hurriyet.com.tr

ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ პატრიარქი ბართლომე – ერთ-ერთია იმ ორ ადამიანს შორის, რომელიც ჰგავს ქრისტეს, განაცხადა ფანარიონის გავლენიანმა საეკლესიო პირმა .

ყველა იმ გავლენიან ლიდერს შორის ,რომელსაც შეხვედრია ჯოზეფ ბაიდენი, პატრიარქი ბართლომე და ნელსონ მანდელა აღმოჩნდნენ მისთვის ქრისტეს მსგავს ადამიანებად, განაცხადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკის არქიეპისკოპოსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორმა ალექს კარლუცოსმა Greek Reporter - თან საუბრისას.

კარლუცოსმა აღნიშნა, რომ ბაიდენი «ძალიან ერთგულია და მეგობრობს  ბერძნულ-ამერიკულ საზოგადოებასთან». ეს იმაში გამოიხატა, რომ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს უყვარს როცა საკუთარ თავს უწოდებს «ბაიდენოპულოსს». 

ამერიკის არქიეპისკოპოსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორის თქმით, ბაიდენი «ძალიან არის გათვითცნობიერებული» მართმადიდებლური ეკლესიის საკითხებში და «ის ძალიან მორწმუნეა». 

საეკლესიო პირმა გაიხსენა, რომ ბაიდენმა არაერთხელ თქვა: «მე ვმოგზაურობდი მთელს მსოფლიოში და ვხვდებოდი მსხვილ ლიდერებს, და მე შევხვდი მხოლოდ ორ ფიგურას, რომლებიც ქრისტეს მსგავსნი არიან: ერთი – ნელსონ მანდელაა, მეორე კი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომეა».

თვითონ კარლუცოსი ბაიდენს თავის საუკეთესო მეგობრად თვლის და კომენტარს არ აკეთებს მის შეხედულებაზე აბორტსა და ლგბტ-ს შესახებ. 

როგორც მჟკ გვამცნობს, ჯო ბაიდენი ჯანდაცვის სამინისტროს უფროსის თაბაშემწედ ნიშნავს ტრანსგენდერს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ