ჩერკასში ისაუბრეს მონასტერზე თავდასხმის შედეგად დაზარალებულებზე

20 November 2023 18:15
3565
უმე-ს ჩერკასის მორწმუნეებზე თავდასხმა. ფოტო: spzh.news უმე-ს ჩერკასის მორწმუნეებზე თავდასხმა. ფოტო: spzh.news

მოტეხილობები, ტვინის შერყევა და ღია ჭრილობები: უმე-ში ისაუბრეს მორწმუნეების მდგომარეობაზე, რომლებიც თავს იცავდნენ ჩერკასის მონასტერზე მეუ-ს თავდასხმისგან.

ჩერკასში, უმე-ის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერზე მეუ-ს თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ მჟკ-ს ჩერკასიის ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გეორგი პოგრანიჩნიმ განუცხადა.

მისი თქმით, ჯაჭვებით და სხვა ლითონის ნივთებით შეიარაღებული პირები სამხედრო ფორმაში გადაძვრნენ გალავანზე და მონასტრის მრევლისა და სასულიერო პირების უმოწყალოდ ცემა დაიწყეს.

იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ მონასტერთან მყოფ სამართალდამცავებს მორწმუნეების ცემაზე რეაგირება არ მოუხდენიათ თითქოს არაფერი ხდებოდა.

„ერთ-ერთმა მღვდელმა, მღვდელმა სერგი ფაშჩენკომ, რომელმაც ხელები ასწია მორწმუნეებს რომ გადაფარებოდა, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მუშტები დაარტყეს სახეში. ის ახლა რეგიონალურ საავადმყოფოში ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში იმყოფება. რენტგენმა აჩვენა ქვედა ყბის მოტეხილობა ორ ადგილას“, - აცხადებენ ეპარქიაში.

მამა გიორგის თქმით, სამხედრო ფორმაშძი ცაცმულმა აქტივისტებმა მრევლი ოთხივე მხრიდან ალყაში მოაქციეს - ვინც წინააღმდეგობა არ გაუწია არ შეხებიან, ვინც თავის დაცვას ცდილობდა, სცემეს.

„სამხედროების მიერ ნაცემ 74 წლის ოლეგ სლობოდიანიკს ექიმებმა მოტეხილობა დაუდგინეს. დაშავდა დიაკონი სერგი ისაენკოც. მას შემდეგ, რაც მან მრევლის დაცვა სცადა, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მაკრატელი დაარტყა. ექიმებმა მკლავზე ჭრილობა დაუფიქსირეს. მედავითნე ვიაჩესლავ კორკოტსს თავში მიაყენეს დარტყმა, ექიმებმა დაუდგინეს მძიმე სისხლჩაქცევები და ტვინის შერყევა“, - მამა გიორგი.

ჩერკასიის ეპარქიაში აღნიშნეს, რომ პოლიციაში უკვე შეტანილია საჩივრები მეუ-ს რეიდერების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მეუ-ს წარმომადგენლებმა ძალისმიერი გზით მიითვისეს მონასტერი ჩერკასში.

როგორც მჟკ იტყობინება, სახალხო დეპუტატმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობამ შორს შეტოპა ჩერკასში უმე-ს მონასტრის დაკავებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ