თავხედობა, ტყუილი და მანიპულაცია: უმე-ს სპიკერი დუმენკოს განცხადებაზე
დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა მკაცრად გააკრიტიკა სერგეი დუმენკოს სიტყვები იმაზე, რომ მეუ "დროებით იტანს" უმე-ს თავის კანონიკურ ტერიტორიაზე."
"მანიპულაციები, ორმაგი სტანდარტები, თავხედობა და ტყუილი"- ასე დაახასიათა უმე-ს ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა ნიკოლაი დანილევიჩმა სერგეი (ეპიფანე)დუმენკოს სიტყვები იმაზე, რომ უმე "დროებით იტანს" უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თავის კანონიკურ ტერიტორიაზე. ეს განცხადება უმე-ს სპიკერმა გამოაქვეყნა თავის გვერდზე ტელეგრამში.
მღვდელმა განაცხადა, რომ დუმენკომ თავის განცხადებაში სიტუაცია მთლიანად დაამახინჯა. რამდენადაც თვითონ ეპიფანე და К°(?) წარმოიშვნენ როგორც სქიზმატიკოსები (როდესაც ჯერ კიდევ იყვნენ კანონიკურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში) და ყველა ეს ათწლეულები არსებობდნენ და არსებობენ უკანონოდ, როგორც პარალელური იურისდიქცია უმე-ს კანონიერ ტერიტორიაზე."
სპიკერმა აღნიშნა, რომ ისევ ეს ადამიანები, უკვე "მეუ"-ს სახელწოდებით, "ფანარის დანაშაულებრივი დახმარებით" მოქმედებენ "უმე-ს კანონიერ ტერიტორიაზე, რომელიც იყო და არის აქ უკრაინაში მთელი ეს წლები, ათწლეულები და საუკუნეები.
"ყველაფერი თავდაყირა დააყენეს,-ემოციურად დააკომენტარა მამა ნიკოლაიმ და დასკვნა გაუკეთა ნათქვამ სიტყვებს (სერგეი დუმენკოს-რედ.)-ეს მანიპულაციებია, ორმაგი სტანდარტები, თავხედობა და ტყუილი, და კიდევ ტიპიური რეიდერობა (თავდასხმა), მხოლოდ უკვე ეკლესიის სფეროში."
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს სერგეი დუმენკომ ინტერვიუში არხზე "პირდაპირ" განაცხადა, რომ უკრაინა-ეს მეუ-ს კანონიკური ტერიტორიაა , ხოლო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას "ჩვენ ვიტანთ განსაზღვრულ დრომდე."