,,მოსკალების სიკვდილის'' მომღერალი დეპუტატის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

13 January 2021 15:20
18
მეუ - ს ლიდერი ეპიფანე დუმენკო და დეპუტატი ბოგდან იაციკოვსკი. ფოტო: Facebook-страница «Першого Козацького» მეუ - ს ლიდერი ეპიფანე დუმენკო და დეპუტატი ბოგდან იაციკოვსკი. ფოტო: Facebook-страница «Першого Козацького»

შარშან ,მეუ გაერთიანების დღესასწაულზე გნეზდიჩნში ბოგდან იაციკოვსკიმ  შეასრულა სიმღერა «Ж*д перед повешением»(„ურია ჩამოხრჩობის წინ“), რომელსაც შემდგომში უწოდა „ფოლკლორი“

პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება, რომელიც ჩაიდინა ტერნოპოლის საოლქო საბჭოს დეპუტატმა ბოგდან იაციკოვსკიმ. 2020 წლის აგვისტოში ზბარაჟსკის რაიონის სოფელ გნეზდიჩნოში მან უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტების მიერ მიტაცებული ფერიცვალების ტაძრის კიბეზე შეასრულა სიმღერა, რომელშიც იყო ებრაელებისა და „მოსკალების“ მოკვლის მოწოდება. ამის შესახებ თავის Facebook გვერდზე დაწერა ზბარაჟსკის რაიონის სახალხო დეპუტატმა რენატ კუზმინმა, რომელმაც მანამდე შესაბამისი სადეპუტატო მოთხოვნა გააგზავნა უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსთან.

გახსოვთ ტერნოპოლის დეპუტატი, რომელიც საჯაროდ მღეროდა  თავის შექმნილ ნაცისტურ სიმღერებს? აი ის, რომელსაც იცავდა ტერნოპოლის საოლქო საბჭო? ჩემი განცხადების გამო, ამ დეპუტატის მიმართ ნეონეცისტური გამოხტომის ფაქტისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ორგანიზებულია წინასწარი გამოძიება“, - დაწერა კუზმინმა, თან დაურთო თავისი განცხადების ასლი და პოლიციის ოფიციალური პასუხი.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, „ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტიის“ ხელმძღვანელი ტერნოპოლის ოლქში და უკრაინის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბოგდან იაციკოვსკი გნეზდიჩნოში უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეების მიერ წართმეული ტაძრის კიბეზე საჯაროდ მღეროდა სიმღერას, სადაც იყო „ურიების“ ჩამოხრჩობის და „მოსკალების“ დახვრეტის მოწოდება.

გარდა ამისა, როგორც აზუსტებს  «Перший Козацький», გნეზდიჩნოში დღესასწაულზე იაციკოვსკი დაპატიჟა კიევის საპატრიარქოს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სკანდალურმა კლირიკოსმა, ახლა კი - უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის, ივანე ლესიკმა, რომელიც ამჟამად  მიტაცებულ ტაძარს წინამძღვრობს და ამავე დროს არის ზბარაჟასკის რაიონული საბჭოს დეპუტატი პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“.

შეგახსენებთ, ფერიცვალების ეკლესია სოფელ გნეზდიჩნოში მიიტაცეს 2019 წლის 3 მარტს „მარჯვენა სექტორის“ მეომრების აქტიური მონაწილეობით. კანონიკური ეკლესიის მორწმუნეები, რომლებიც შევიდნენ ტაძარში მოსალაპარაკებლად, ცემით გააძევეს ქუჩაში. მიტაცების პროცესს ხელმძღვანელობდა „მღვდელი“ ივანე ლესიკი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ