ქსელში გაიხსენეს მეუ-ში უკრაინა-ბერეგინიას "ხატის" კურთხევა
უკრაინის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ხატის ბარელიეფს მეუ-ს წარმომადგენლები ზაპოროჟიეში "აკურთხებდნენ" ყვითელ-ცისფერი აიაზმის სასხურებლით
ქსელში შეგვახსენეს, მეუ-ს "ეკლესიის მსახურებმა როგორ "აკურთხეს" თაბაშირის ბარელიეფი სახელწოდებით "უკრაინის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის ხატი", რომელზეც ღვთისმშობლის ნაცვლად გამოსახულია "უკრაინა-ბერეგინია", რომელიც ეხუტება მებრძოლს. ვიდეოსიუჟეტი, რომელიც მოგვითხრობს ზაპოროჟიეს საკათედრო ტაძრის ღონისძიებას, გამოქვეყნებულია YouTube-ს არხზე «Телеканал TV5».
"არაქრისტიანული კულტის დღესასწაული. <...> განცდა ცირკისა, მაგრამ ეს ცირკიც არ არის, ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, უკრაინის, დამახინჯებული იმიტაცია, წარმართობა ახალ ტანსაცმელში", წერდა 12 იანვარს თავის ტელეგრამ-არხზე მწერალი-პუბლიცისტი მიროსლავა ბერდნიკი მას შემდეგ, რაც ნახა ბარელიეფის "კურთხევის" ვიდეო, რომელიც შექმნა იტალიაში მცხოვრებმა უკრაინელმა ქალმა. ამ დროს მეუ-ს "მღვდელმსახურმა" გამოიყენა ყვითელ-ცისფერი აიაზმის სასხურებელი.
ბერდნიკმა აღნიშნა, რომ ბარელიეფზე, რომელიც "მღვდლებმა" დააბრძანეს ანალოგიაზე, "ღვთისმშობლის გამოსახულების" ნაცვლად გამოსახულია "დედა-უკრაინა-ბერეგინია-დედა", რომელიც იხუტებს "უკრაინის დამცველს"- სურათის მიხედვით-დაღუპულს".
"ირგვლივ გამოსახულია კიევის სოფია, დონეცკის დაბომბილი აეროპორტი, თავზე უკრაინის დროშით, ხსოვნის სანთელი, ანტიკური დროის ომები, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინელები, "კობზარი", რომელიც ბიბლიის ზემოთაა, ამით ნაჩვენებია რა არის მთავარი. უგულვებელყოფილია სულიწმინდა. ლოცვების მაგიერ სიტყვებია: "დიდება უკრაინას!-გმირებს დიდება", "გმირები არ კვდებიან, ისინი გარდაიქმნებიან ვარსკვლავებად და ზეციდან გვიფარავენ",- განმარტა ბერდნიკმა, თვალსაჩინოებისათვის ვიდეოც მიამაგრა.
ავღნიშნავთ, რო სიუჟეტის YouTube არხზე ატვირთვის მომენტიდან მას არც ერთი დადებითი კომენტარი არ დაუმსახურებია. ინტერნეტ - მომხმარებლების აზრით, ეს არის ,,ფსკერი '' და ,,უკვე სექტაც კი არ არის, ეშმაკმა იცის რა არის'' .
როგორც მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება , ივანო- ფრანკოვსკში მეუ-ს ,,მღვდელმსახურები'' გალობდნენ ,,ბანდერა ჩვენი მამაა'' .