"ეს სექტაა": როვნოში მეუ-ს "ეპისკოპოსი" ცდილობს ტაძრიდან გამოასახლოს უამე

15 January 2021 17:00
20
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დასაცავად გამოსული მრევლი როვნოში. ფოტო: СПЖ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის დასაცავად გამოსული მრევლი როვნოში. ფოტო: СПЖ

როვნოში მეუ-ს წარმომადგენლები "ეპისკოპოს" გავრიილ კრიზინის თაოსნობით ცდილობენ მიიტაცონ უმე-ს ეკლესია და უწოდებენ მის თემს სექტას.

2021 წლის 12 იანვარს როვნოს ცენტრში სკანდალი აგორდა წნინდა ნიკოლოზის ტაძრის ირგვლივ, რომელიც ეკუთვნის უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის  მრევლს, რომელთა გამოსახლებასაც ცდილობენ საკუთარი ტაძრიდან და გამოსახლების ინიციატორია მეუ-ს ეგრეთწოდებული "ეპისკოპოსი" გაბრიელ კრიზინი,- იტყობინება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის-ს კორესპოდენტი.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, თემის გამოდევნას უკვე მეორეჯერ ცდილობენ, მიზეზს იმით ხსნიან, რომ მათ არა აქვთ შენობის დაკავების უფლება.

უამე-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, ეკლესიის საკუთრების უფლება.

ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც მოვიდნენ  წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის დასაცავად, კონფლიქტის ინიციატორად ასახელებენ როვენის და ვოლინსკის "ეპისკოპოს" გაბრიელ კრიზინს, რომელსაც მათი აზრით, ძალზე მოეწონა მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში.  თუმცა  მეუ-ს "ეპისკოპოსი" პირიქით დარწმუნებით ამტკიცებს, რომ აქვს სრული უფლება პრეტენზია განაცხადოს  ტაძარზე.

"ეს თემი არ განეკუთვნება არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში. ეს ხომ სექტაა. ჩვენს სასამართლოში ვუჩიოდით , მივედით საკასაციო სასამართლომდე, ყველაფერს ვაკეთებდით კანონიერად, არ მიგვიტაცებია, აწი აღმასრულებელმა სამსახურმა შეასრულოს თავისი მოვალეობა. ეს საკუთრება ჩვენია, და იქნება ჩვენი",-დარწმუნებულია კრიზინი.

ამ მომენტში ტაძრის კედლების ქვეშ  პიკეტის გამო აღმასრულებელ სამსახურს არ მიეცა სესაძლებლობა განეხორციელებინა თავისი განზრახვა, მაგრამ სამსახურის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ ათ დღეში დაბრუნდებიან.

როგორც ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ლვოვში მეუ-ს "მღვდელმა" დაკეტა ეკლესია მრევლისთვის და თავის ქალიშვილს აჩუქა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ