მიტროპოლიტი ფეოდოსი: ჩერკასის მიტაცებულ ტაძარში 2-3 მრევლი ესწრება წირვას

14 November 2023 13:46
1085
სტერეტის ტაძარი ჩერკასში. ფოტო: cherkasy.church.ua სტერეტის ტაძარი ჩერკასში. ფოტო: cherkasy.church.ua

ბოლო დროს, წელიწად ნახევრის განმავლობაში ჩერკასის ეპარქიაში მეუ-ს აქტივისტებმა ძალისმიერი გზიტ მიითვისეს უმე-ს რამდენიმე ათეული ეკლესია.

2023 წლის 10 აგვისტოს მეუ-ს აქტივისტების ,მიერ მიტაცებული უმე-ს სრეტენის ტაძარი ცარიელია. ამის შესახებ უფლებადამცველ ოლეგ დენისოვს აცნობა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ.

,,ეს ტაძარი, როგორც ბევრი სხვა, ცარიელი დგას, არავინ დადის იქ სალოცავად, - აღნიშნა მიტროპოლიტმა. - საკვირაო ,,წირვას’’ 2-3 ადამიანი ესწრება, ადრე კი ტაძარში უამრავი ადამიანი მოდიოდა სალოცავად.’’

მიტროპოლიტმა აღნისნა, რომ სრეტენის ტაძრის მეუ-ში გადაყვანის გადაწყვეტილება მირებულ იქნა ხელისუფლების მიერ მოედანზე შეკრებილი საფინანსო ორგანიზაციის წევრების დასტურის საფუძველზე, მაშინ როდესაც ტაძრის რეალურმა საზოგადოებამ უმე-ს ერთგულება მკაფიოდ დააფიქსირა.

,,ამ შეკრების პროტოკოლი ხელმოსაწერად წარდგენილ იქნა საოლქო სახელმწიფო ორგანიზაციაში. გარდა ამისა, ჩერკასის ეპარქიის იურიდიულმა განყოფილებამ გააფრთხილა სახელმწიფო რეგისტრატორი ტაძრის მოსალოდნელ ძალისმიერ მიტაცებაზე. არც პროტოკოლი და არც გაფრთხილება ყურად არ იქნა მიღებული, უფრო მეტიც, შესაძლოა არც გადაუხედავთ. ჩვენს თხოვნას უკანონო რეგისტრაციის შესახებ, არავინ განმოეხმაურა.’’ - ჰყვება მიტროპოლიტი.

მან აღნიშნა, რომ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ჩერკასიის ეპარქიაში მეუ-ს აქტივისტებმა უმე-ს რამდენიმე ათეული ტაძარი მიიტაცეს.

„არსებობს ბრძანება, არის პოლიტიკური ვექტორი, რომლითაც მოქმედებენ ჩინოვნიკები - ისინიც კი, ვინც გუშინ დაგვარწმუნეს ეკლესიისადმი სიყვარულში, თქვეს, რომ დაეხმარებოდნენ და არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიან თავიანთ რწმენას და ეკლესიას, რომელშიც ისინი მოინათლნენ, მათი მამები, დედები, ბაბუები“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

როგორც მჟკ იტყობინება, მიტროპოლიტმა ფეოდოსიმ განაცხადა, რომ ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ და მათი მიმართვები ცენტრალურ ხელისუფლებას უმე-ის აკრძალვის მოწოდებით, მიიღება ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ