შევჩუკმა მართლმადიდებლების მდევნელ კუნცევიჩს, "ერთიანობის მოციქული" უწოდა
უბკე აღნიშნავს 400 წელს იმ ადამიანის გარდაცვალებიდან, რომელიც პირდაპირ დასცინოდა მართლმადიდებლებს და ართმევდა ეკლესიებს.
უბკე-ის ხელმძღვანელმა სვიატოსლავ შევჩუკმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაიხსენა ბერძენი კათოლიკე არქიეპისკოპოსის იოსაფატ კუნცევიჩის გარდაცვალებიდან 400 წლისთავი, რომელიც სიცოცხლეშივე „განთქმული გახდა“ განსაკუთრებული სისასტიკით თანამედროვე ბელორუსის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური სამრევლოების უნიაში გადაყვანისას.
„ჩვენი უკრაინელი წმინდანის ნაწილები, რომელსაც მთელი კათოლიკური ეკლესია პატივს სცემს, დღეს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წმინდა ბასილის გვერდით სამსხვერპლოში განისვენებს. მღვდელმოწამე იოსაფატ, ევედრე ღმერთს ჩვენზედ!“ – დაწერა შევჩუკმა ვატიკანში მსახურების აღსრულების შემდეგ და დასძინა, რომ კუნცევიჩს „ერთიანობის მოციქულად“ მიიჩნევს.
იოსაფატ კუნცევიჩი, პოპულარული მეტსახელით "დაიჭირე კუნცევიჩი", ცნობილია უკიდურესად მკაცრი მეთოდებით მართლმადიდებლური ეკლესიების უნიაში "გადაცემისას".
მან დახურა ყველა მართლმადიდებლური ეკლესია პოლოცკში, ვიტებსკში, ორშასა და სხვა ქალაქებში. კუნცევიჩმა აკრძალა მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ჩატარება სახლებშიც კი. ჩვილებს არ ნათლავდნენ და მიცვალებულებს წესს არ უგებდნენ. გარდაცვლილი მართლმადიდებლები ღამით ქალაქის გალავანიდან გაასვენეს და ჩაყარეს კანალიზაციის თხრილში. ვოლინის დიდგვაროვანი ლავრენტი დრევინსკი წერდა, რომ პოლოცკში კუნცევიჩმა, „ქალაქელების კიდევ უფრო გაღიზიანების მიზნით, უბრძანა ეკლესიის გალავანში ახლად დაკრძალული ქრისტიანების ცხედრები ამოეთხარათ მიწიდან და ლეშივით ძაღლებისთვის მიეგდოთ საჯიჯგნად“.
მართლმადიდებელი ქრისტიანები იძულებულნი იყვნენ ღვთისმსახურება ფარულად აღესრულებინათ ველებსა და ტყეში.
1623 წლის 12 ნოემბერს, როდესაც კუნცევიჩი შეხვდა მართლმადიდებელ მღვდელს, სახელად ელიას, რომელიც ქალაქგარეთ მიემგზავრებოდა აკრძალული მსახურების შესასრულებლად, მას თავს დაესხა, სასტიკად სცემა, ეპისკოპოსის სახლში მიათრია და ერთ-ერთ შენობაში გამოკეტა. ამ სისასტიკემ ისე გააბრაზა მართლმადიდებელი მოქალაქეები, რომ ისინი შეიჭრნენ კუნცევიჩის სახლში და, დიდი ალბათობით, ცულის თავში დარტყმით მოკლეს (ერთ-ერთ "ხატზე" კუნცევიჩი გამოსახულია ცულით თავში).
მჟკ წერდა ვინ არის იოზაფატ კუნცევიჩი.